სერვიე 2015 წლიდან მიიღწვის ტრანსფორმაციისკენ, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბების და მისი მართვის უნიკალური მოდელის უზრუნველყოფას, რაც საბოლოოდ პაციენტების საჭიროებებზე მაქსიმალურ ფოკუსირებას და ზრუნვას გულისხმობს. სწორედ ამ ტრანსფორმაციამ უბიძგა სერვიეს შეეცვალა ვიზუალური იდენტობა, რაც თავის მხრივ განახლების პროცესის სიმბოლოა.
ახალი იდენტობა გამოხატავს იმას, რაც აცოცხლებს და წარმოადგენს სერვიეს უნიკალურობას: დამოუკიდებელ ჯგუფს, რომელსაც ფონდი მართავს და თერაპიული პროგრესის ერთგულებას, რაც პაციენტების საჭიროებებზე ზრუნვას გულისხმობს.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჯგუფის ყველა თანამშრომელს, ვინც წვლილი შეიტანა კომპანიის ტრანსფორმაციის წარმატებაში. იმ წარმატებაში, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია ჯანდაცვის პროფესიონალების, პაციენტთა ასოციაციებისა და ჩვენი პარტნიორების მიერ. ჩვენ მიერ განვლილმა გზამ საშუალება მოგვცა შეგვეფასებინა ჩვენი უნიკალურობა: სერვიე არის ჯგუფი, რომელსაც მართავს ფონდი, რომლის მთავარი ბენეფიციარი არის და ყოველთვის იქნება პაციენტი. დამოუკიდებლობა საშუალებას გვაძლევს დავსახოთ და განვახორციალოთ გრძელვადიანი მიზნები, მოვძებნოთ ინოვაციური თერაპიული გზები პაციენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ახალი ვიზუალური იდენტობა მოიცავს ჯგუფის ისტორიული ლოგოს რედიზაინის პროცესს. ფრაზა „moved by you” და ვარსკვლავი არის დაინტერესებულ მხარეებთან (პაციენტებთან, პარტნიორებთან და თანამშრომლებთან) სიახლოვის სიმბოლო. ღიმილი, რომელიც წარმოდგენილია “R”-ის მრუდით, იმედს აძლევს პაციენტებს.
“ეს იმ თანაგრძნობის, ექსპერტობისა და ინოვაციის სიმბოლოა, რომელიც სერვიეს ახასიათებს “- ოლივიე ლორო, სერვიეს პრეზიდენტი
სერვიემ, ასევე განსაზღვრა 2030 წლის ამბიცია: დააჩქაროს მისი ტრანსფორმაციის დინამიკა, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს მისი დამოუკიდებლობა და იქონიოს მნიშვნელოვანი სოციალური გავლენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„ დაწყებული ტრანსფორმაცია და ჩვენი ამბიცია წარმოადგენს ახალ თავს ჩვენს ისტორიაში. უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, Servier 2030-თან ერთად, ჩვენ ორიენტირებული ვართ ინოვაციებზე და პოზიტიურ სოციალურ გავლენაზე. “- ოლივიე ლორო, სევიეს პრეზიდენტი