ნეირომეცნიერება

ნეირომეცნიერების სფეროში, სერვიე კვლევების მხრივ ყურადღებას ამახვილებს ნეიროდეგენერაციულ დაავადებებზე. Სერვიეს სამიზნე გახლავთ პროტეინოპათიები, რომლებიც ხასიათდება გარკვეული ცილების არანორმალური დაგროვებით, როგორიცაა პარკინსონის დაავადება ან იშვიათი დაავადებები, როგორიცაა გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი.  Neurochlore-თან პარტნიორობით, სერვიე  ახორციელებს მსოფლიო მასშტაბის  III ფაზის კვლევას აუტიზმის სამკურნალო პრეარატის კანდიდატის მონაწილეობით.

Იმუნო-ანთებითი დაავადებები

იმუნო-ანთებითი დაავადებები ხასიათდება იმუნური სისტემის არაადეკვატური პასუხით, რომელიც მიმართულია პაციენტის საკუთარი ქსოვილებისაკენ.

კვლევისა და განვითარების მხრივ სერვიეს ძალიასხმევა მიმართულია 3 ავტოიმუნური დაავადებისკენ, სადაც განსაკუთრებით მაღალია  სამედიცინო საჭიროებები: სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია და შეგრენის სინდრომი.

კარდიომეტაბოლიზმი

N 3
წამყვანი კომპანია კარდიოლოგიაში

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს. Servier 60 წელზე მეტია ჩართულია ამ პათოლოგიების მკურნალობაში, და მუდმივად აუმჯობესებს მიღწევებს.  Servier ასევე მრავალი წლის განმავლობაში ჩართულია დიაბეტის წინააღმდეგ ბრძოლაში, კომპლექსური და პროგრესირებადი დაავადებისა, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელს მსოფლიოში 422 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს.  კარდიომეტაბოლიზმშის სფეროში სერვიეს ჯგუფი ყურადღებას ამახვილებს მედიკამენტების სასიცოცხლო ციკლის მართვაზე (LCM), და ინოვაციური მიდგომების კუთხით თავისი გამოცდილების გამოყენებით ქმნის ფიქსირებულ კომბინაციებს (SPC).  Ფიქსირებული კომბინაციები მკურნალობის გამარტივების გზით უზრუნველყოფენ მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესებას.  

* IQVA, Analytics Link – MAT Q1 2021

ონკოლოგია

50 %
სერვიეს კვლევისა და განვითარების – R&D ბიუჯეტის 50% ინვესტირებულია ონკოლოგიაში

კიბო მთელს მსოფლიოში სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა.  კიბოს მიზეზით ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი იღუპება. Ამ სფეროში თერაპიული გადაწყვეტილებების მზარდი საჭიროების საპასუხოდ, Servier-მ ონკოლოგია ერთ-ერთ უპირველეს პრიორიტეტად აქცია. ჯგუფი ცდილობს გახდეს ცნობადი და ინოვაციური წვლილი შეიტანოს იმ ტიპის კიბოს  მკურნალობაში, რომელიც რთულად სამართავია და სადაც თერაპიული მოთხოვნილებები  დაკმაყოფილებული არ არის. Ასეთია კუჭ-ნაწლავის, ჰემატოლოგიური, პანკრეასის და პედიატრიული სიმსივნეები. Servier-ის კვლევის და განვითარების – R&D პროგრამები  ონკოლოგიაში მიმართულია ორი პერსპექტიული სფეროსკენ –

იმუნოთერაპია და აპოპტოზი. იმუნოთერაპია გულისხმობს პაციენტის იმუნური სისტემის სტიმულირებას, იმისთვის, რომ გააუმჯობესოს კიბოს უჯრედების განადგურების ბუნებრივი უნარი, მაგალითად, მონოკლონური და ბისპეციფიკური ანტისხეულების გამოყენებით, რომლებიც ასტიმულირებენ  აგრესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ პასუხს, რითიც იცავენ ორგანიზმს. Symphogen-ის, დანიური კომპანიის შეძენა, რომელიც სპეციალიზირებულია მონოკლონურ ანტისხეულებზე, ამდიდრებს Servier-ს გამოცდილებას ამ სფეროში. აპოპტოზი არის უჯრედების დაპროგრამებული სიკვდილის ბუნებრივი ფორმა, რომლის დაკარგვა კიბოს უჯრედებს საშუალებას აძლევს უფრო დიდხანს იცოცხლონ. Servier-ის კვლევითი სფერო მოიცავს სამიზნე მოლეკულების შემუშავებას, რომლებიც აღადგენენ კიბოს უჯრედების აპოპტოზის უნარს.