მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკა
[იურიდიული პირი] („SERVIER” ან „ჩვენ“), [კორპორატიული სახელწოდება], [კორპორატიული ფორმა] კომპანია, რომლის კაპიტალი შეადგენს [ოდენობა] ევროს, სათაო ოფისი: [მისამართი], რეგისტრირებულია [ადგილი] სავაჭრო და კომპანიათა რეესტრში, რეგისტრაციის ნომრით [ნომერი], გაერთიანების ფარგლებში დღგ-ის ნომერი: ___ [შესავსებია] ____
APE კოდი: ___ [შესავსებია] ______, გთავაზობთ ამ ვებგვერდს, რათა [მიუთითეთ ვებგვერდის მიზან(ებ)ი].
ჩვენ ვიცავთ ყველა იმ პირის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას, ვინც იყენებს ვებგვერდს (შემდგომში „ჩვენი გვერდი“) და ვაგროვებთ და ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრულისა და კანონმდებლობით დადგენილი ჩვენი ვალდებულებებისა და თქვენი უფლებების შესაბამისად. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა გამოიყენება მხოლოდ თქვენს მიერ „ჩვენი გვერდით“ სარგებლობის შემთხვევაში.
- რა სახის მონაცემებს ვაგროვებთ?
„ჩვენი გვერდის“ მომხმარებლებისგან შეგვიძლია შევაგროვოთ ზოგიერთი ან ყველა შემდეგი პერსონალური მონაცემი:
- მონაცემები, რომლებსაც თქვენ გვაწვდით „ჩვენი გვერდის“ საკონტაქტო სივრცის გამოყენებით: გვარი, სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საფოსტო მისამართი.
- მონაცემები, რომლებსაც ავტომატურად ვაგროვებთ სტატისტიკური მიზნებისთვის Cookie-ფაილების გამოყენებით: მონახულებული გვერდები, წვდომის თარიღები და დრო, სასურველი კონტენტი/შინაარსი, ოპერაციული სისტემა, გამოყენებული ბრაუზერის სახეობა, გამოყენებული ტექნიკური უზრუნველყოფის სახეობა და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი სტატისტიკის Cookie-ფაილები არ ახდენს ფიზიკური პირის ვინაობის იდენტიფიცირებას.
- [შესავსებია]
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) შესაბამისად, პერსონალური მონაცემები ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ შეუძლია თქვენი იდენტიფიცირება.
- როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს?
GDPR-ის თანახმად ჩვენს მიერ პერსონალური მონაცემების გამოყენებას ყოველთვის უნდა ჰქონდეს კანონიერი საფუძველი. ეს შეიძლება განხორციელდეს იმ შემთხვევაში, როდესაც მონაცემების გამოყენება აუცილებელია ან როდესაც მათი გამოყენება ჩვენს ლეგიტიმურ ბიზნეს ინტერესებშია.
თქვენი მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მიზნებისთვის:
- სტატისტიკური ანალიზის, განსაკუთრებით ვებგვერდის ტრაფიკის ანალიზის, წარმოება.
- ვებგვერდის მართვა და გაუმჯობესება მომხმარებლისთვის ოპტიმალური ბრაუზინგის (ნახვების/ძებნის) უზრუნველყოფის მიზნით.
- მომხმარებლების თხოვნებსა ან შეკითხვებზე პასუხების გაცემა და, საჭიროების შემთხვევაში, მათთვის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა.
- ჩვენი პროდუქციის ან მომსახურების შესახებ მოთხოვნების მონიტორინგი.
- ჩვენს პროდუქტებთან ან მომსახურებებთან დაკავშირებით ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის შემთხვევის შესახებ ანგარიშების დამუშავება.
- იურიდიული პირის მიმართ მოქმედი სამართლებრივი და რეგულაციური ვალდებულებების შესრულება და დაცვა.
- [შესავსებია]
ჩვენს მიერ მონაცემების შემდგომი დამუშავება არ ხდება იმგვარად, რაც არ არის შესაბამისობაში ზემოთ აღწერილი მიზნებთან.
- რა უფლებები გაქვთ თქვენ?
თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ წვდომა და მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ; განაახლოთ, შეასწოროთ ან წაშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები; შეზღუდოთ ან არ დაუშვათ (ლეგიტიმური მიზეზებით) თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება SERVIER-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალისტთან (DPO) დაკავშირების გზით:
- ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: dataprivacy@servier.com ან protectdesdonnees@servier.com ან protectdesdonnees@biogaran.fr (დამოკიდებულია შესაბამის ვებგვერდზე)
- ან საფოსტო სერვისის მეშვეობით შემდეგ მისამართზე:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალისტი
Les Laboratoires Servier
50, rue Carnot
92284 Suresnes Cedex
საფრანგეთი
თუ გექნებათ რაიმე პრეტენზია თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით, უფლება გაქვთ, წარადგინოთ საჩივარი თქვენი ქვეყნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომპეტენტურ ორგანოში.
- რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
SERVIER-ის მიერ შეგროვებული თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება იმ ფორმით, რაც იძლევა თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას და არა უმეტეს იმ პერიოდით, რაც აუცილებელია იმ მიზნის მისაღწევად, რისთვისაც მუშავდება პერსონალური მონაცემები, კერძოდ:
- აუდიტორიის გაზომვისა და კვლევის მიზნით შეგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება 6 თვის განმავლობაში;
- კვლევითი საქმიანობისთვის შეგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება მონაცემთა მართვის კონტროლის, კვლევაში მონაწილე ცენტრის ან ჯანდაცვის პროფესიონალის საინფორმაციო სისტემებში საკვლევი პროდუქტის ბაზარზე გატანამდე ან კვლევის შედეგების ბოლო გამოქვეყნებიდან 2 წლამდე ვადით ან გამოქვეყნების არ არსებობის შემთხვევაში – საბოლოო კვლევის ანგარიშის ხელმოწერამდე. ამის შემდგომ ხდება მონაცემების დაარქივება დოკუმენტური ან ელექტრონული ფორმით მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად განსაზღვრული დროის განმავლობაში;
- ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის საქმიანობასთან დაკავშირებით შეგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება შესაბამისი სავაჭრო ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში; ამის შემდგომ ხდება მონაცემების წაშლა ან დაარქივება ანონიმური ფორმით, თუ სხვაგვარად არ იქნება გათვალისწინებული სავალდებულო ადგილობრივი რეგულაციებით;
- სამედიცინო ინფორმაციის მართვასთან დაკავშირებით შეგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება თქვენი მოთხოვნიდან 3 წლის განმავლობაში;
- სამეცნიერო სამედიცინო კონსულტაციებთან დაკავშირებით ჯანდაცვის პროფესიონალებთან შეგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება SERVIER-სთან თქვენი ბოლო კავშირიდან 5 წლის განმავლობაში, შემდეგ ხდება მათი დაარქივება 5 წლით და წაშლა;
- კლინიკურ კვლევებთან დაკავშირებით ჯანდაცვის პროფესიონალებთან ურთიერთობების მართვასთან დაკავშირებით შეგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება საკვლევი პროდუქტის ბაზარზე გატანამდე ან კვლევის საბოლოო მოხსენების ან კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე. შემდეგ ხდება მათი დაარქივება დოკუმენტური ან ელექტრონული ფორმით მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად განსაზღვრული დროის განმავლობაში;
- კომუნიკაციისა და ურთიერთობის მართვასა და სარეკლამო ღონისძიებებთან (კონტაქტები ჯანდაცვის პროფესიონალებთან) დაკავშირებით შეგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება SERVIER-სთან თქვენი ბოლო კავშირიდან 5 წლის განმავლობაში, შემდეგ ხდება მათი დაარქივება 5 წლით და წაშლა;
- ტრანსფარანტულობის (გამჭვირვალობის) მართვასთან დაკავშირებით შეგროვებული პერსონალური მონაცემების შენახვა, დაარქივება და განადგურება ხორციელდება მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად;
- ნებისმიერი სხვა ტიპის კორესპონდენციისთვის შეგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება 13 თვის განმავლობაში.
- როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
ჩვენ დავნერგეთ გონივრული და კომერციულად გამართლებული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომები ჩვენს მიერ შეგროვებული და კონფიდენციალურად დაცული პერსონალური მონაცემების შესანახად და მათი არასანქცირებული ან უკანონო გამჟღავნებისგან ან წვდომისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან, შეცვლის ან დაზიანებისგან დასაცავად, ტექნოლოგიის დონისა და განხორციელების ღირებულების გათვალისწინებით.
- ხდება თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება?
იურიდიული პირის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ მათი გაცნობის აუცილებლობიდან გამომდინარე ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეზღუდული რაოდენობის მიმღებთათვის, რომელშიც შედის მათ შორის და არა მხოლოდ:
- იურიდიული პირისა და SERVIER-ის ჯგუფის სხვა იურიდიული პირების განყოფილებები და პერსონალი, მონაცემების გაცნობის აუცილებლობიდან გამომდინარე.
- იურიდიული პირის მომწოდებლები და მომსახურების პროვაიდერები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ვებგვერდის ჰოსტინგზე, ვებგვერდის შექმნაზე, რომელთაც შეიძლება მიიღონ წვდომა მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებზე მათ სამუშაოსთან დაკავშირებული უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე.
- კომპეტენტური ორგანოები, როგორიცაა ჯანდაცვის ორგანოები, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
- [შესავსებია]
- მოქმედი კანონმდებლობა
წინამდებარე პოლიტიკა რეგულირდება საფრანგეთის მატერიალური, ასევე, საპროცესო კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა განსახილველად წარედგინება პარიზის (საფრანგეთი) იურისდიქციას დაქვემდებარებულ სასამართლოებს.
წინამდებარე დოკუმენტით იკრძალება ისეთი კოლიზიური სამართლის წესების გამოყენება, რომელებიც ზღუდავს საფრანგეთის კანონმდებლობის სრულად გამოყენებას. აქედან გამომდინარე, საფრანგეთის კანონმდებლობა ვრცელდება ყველა მომხმარებელზე, რომელიც შედის და სარგებლობს ვებგვერდით და იყენებს მის ფუნქციებს მთლიანად ან ნაწილობრივ.
ვებგვერდის ფრანგულ ვერსიასა და ამავე ვებგვერდის ინგლისურ ვერსიაში წარმოდგენილ ინფორმაციას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ვებგვერდის ფრანგულ ვერსიაში წარმოდგენილ ინფორმაციას.