ვებგვერდის გამოყენების ზოგადი პირობები
ვებგვერდის servier.ge და მისი ქვე-დომენების გამოყენება (ერთობლივად შემდგომში მოხსენიებული როგორც „ვებგვერდი“) საჭიროებს ვებგვერდის გამოყენების ამ ზოგად პირობებზე დათანხმებას და დადასტურებას (შემდგომში „გამოყენების პირობები“).
ვებგვერდზე შესვლით და მისი გამოყენებით თქვენ (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მომხმარებელი“) ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე „გამოყენების პირობებს“, უპირობოდ ეთანხმებით მას და კისრულობთ ვალდებულებას მათ დაცვაზე.
1. მიზანი
ამ ვებგვერდის მიზანია, მიაწოდოს მომხმარებლებს ზოგადი ინფორმაცია საქართველოში ლე ლაბორატუა სერვიეს (Les Laboratoire Servier) წარმომადგენლობის (შემდგომში „სერვიე“), მისი საქმიანობის, ორგანიზაციული ფორმის, კვლევების, ადამიანური რესურსების პოლიტიკის, კომუნიკაციის, მისი პროდუქციის, შეთავაზებებისა და მომსახურებების, სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ არ ვაქვეყნებთ და არ ვახორციელებთ ბავშვებისთვის განკუთვნილ მომსახურებებს.
უფრო კონკრეტულად, სერვიე უზრუნველყოფს „მომხმარებლისთვის“ ჯანმრთელობის სფეროში ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ფარმაცევტული ლაბორატორიების კონკრეტული სამართლებრივი და ნორმატიული ვალდებულებების, კერძოდ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის დებულებების, შესაბამისად.
თუმცა, წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ ვებგვერდი არ წარმოადგენს სამედიცინო ან დისტანციური ჯანდაცვის მომსახურების სისტემას. შესაბამისად, მასში განთავსებული ინფორმაცია არ შეიძლება ჩაითვალოს სამედიცინო დასკვნის ან დიაგნოზის ექვივალენტად და ის არ ანაცვლებს კონსულტაციას სამედიცინო სფეროს პროფესიონალთან.
ანალოგიურად, ეს ინფორმაცია არ შეიძლება განიმარტოს, როგორც პროდუქციის პოპულარიზაცია ან რეკლამა, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მისი გაყიდვა სერვიეს ან მისი ჯგუფის იურიდიული პირების მიერ. პროდუქტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად ვურჩევთ მომხმარებლებს, დაუკავშირდნენ უშუალოდ იმ იურიდიულ პირს, რომელიც ფლობს შესაბამისი პროდუქტის რეგისტრაციის მოწმობას/სავაჭრო ლიცენზიას.
2. ინტელექტუალური საკუთრება
ვებგვერდზე ხელმისაწვდომი ყველა კონტენტი (შინაარსი), მათ შორის და არა მხოლოდ ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, პიქტოგრამები, სურათები, ფოტოები, ილუსტრაციები, ხმები, აუდიო და ვიდეო მონაცემები და ვებგვერდის ხის მსგავსი სტრუქტურა, ბრაუზინგის გეგმა და ლოგოები, სათაურების დიზაინი და ორგანიზების ფორმები, მათი დასახელებები, მონაცემთა ბაზები, მათი სტრუქტურა და შინაარსი, სავაჭრო ნიშნები (შემდგომში მოხსენიებული როგორც „კონტენტი“) წარმოადგენს სერვიეს და/ან შესაბამის შემთხვევებში, მისი ლიცენზიატების ან პარტნიორების, ექსკლუზიურ საკუთრებას და ისინი დაცულია ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონით ან „საიმიჯო უფლებების“ შესაბამისი დებულებებით.
ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კოდექსის შესაბამისად ასლის გადაღება/ კოპირება ნებადართულია მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის.
შესაბამისად, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კოდექსის L.122-4 მუხლის დებულებების და სხვა მოქმედი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად მკაცრად იკრძალება სერვიეს წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი პროცესის საშუალებით ვებგვერდის და/ან მისი შემადგენელი ელემენტების ნებისმიერი კომერციული მიზნით გამოყენება, წარმოდგენა, გავრცელება, რეპროდუცირება, ადაპტირება, თარგმანი ან ტრანსფორმაცია, ვებგვერდის შინაარსის/კონტენტის რაიმე სახით გაზიარება და სხვა ვებგვერდზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა.
ვებგვერდზე არსებული ნებისმიერი კონტენტის რეპროდუცირებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებართვის მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს სერვიეს, შემდეგ მისამართზე: medinfogeorgia@servier.com
გარდა ამისა, ვებგვერდზე ნაჩვენები სავაჭრო ნიშნები და ლოგოები არის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები და დაუშვებელია მათი გამოყენება მათი მფლობელის გარკვევით გამოხატული ნებართვის გარეშე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მფლობელის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე ვებგვერდის ელემენტების გამოყენებით სავაჭრო ნიშნებისა და ლოგოების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენება, რეპროდუცირება, გავრცელება და გადანაწილება წარმოადგენს საავტორო უფლებების დარღვევას ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კოდექსის L713-2 და მომდევნო მუხლების დებულებების შესაბამისად.
ნებისმიერ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, შეინახოს და დააკოპიროს მის მიერ გამოყენებული ვებგვერდის ყველა ელემენტში მითითებული საავტორო უფლებები ან საკუთრების უფლებები.
3. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
სერვიე, როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი 2023 წლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის და 1978 წლის 6 იანვრის N78-17 „მონაცემთა დამუშავების, ფაილებისა და თავისუფლებების შესახებ“ კანონის (ცნობილია, როგორც „მონაცემთა დამუშავების და თავისუფლების“ შესახებ კანონი) მნიშვნელობის ფარგლებში, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, შეაგროვებს და დაამუშავებს ვებგვერდის მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს აქ მოცემული კონკრეტული მიზნებისთვის.
მომხმარებელი ინფორმირებულია, რომ მისი პერსონალური მონაცემები, რომელსაც მომხმარებელი ნებაყოფლობით მიაწოდებს სერვიეს ვებგვერდის საშუალებით დამუშავებული და გამოყენებული იქნება სერვიეს, და საჭიროების შემთხვევაში, Servier-ის ჯგუფის სხვა იურიდიული პირების, მათი მომწოდებლების და მომსახურების პროვაიდერების მიერ მომხმარებლის მიერ გამოთხოვნილი ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდების და/ან მომხმარებლის მოთხოვნაზე რეაგირების მიზნების, ასევე მედიკამენტებზე გვერდითი მოვლენების დაფიქსირების და მონიტორინგის მიზნებისთვის.
სერვიეს მომწოდებლებში და მომსახურების პროვაიდერებში იგულისხმებიან ის პირები, ვინც პასუხისმგებელნი არიან ვებგვერდის ჰოსტინგზე და ვებგვერდის შექმნაზე და რომელთაც აქვთ წვდომა მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებზე მხოლოდ მათი მოვალეობების შესრულების მიზნებისთვის. აღნიშნული პირები (მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები) მითითებული არიან ქვემოთ.
სერვიე ასევე ვალდებულია მიაწოდოს თქვენი პერსონალური მონაცემი ისეთ კომპეტენტურ ორგანოებს, როგორიცაა ჯანდაცვის ორგანოები, თუ ეს ცალსახად გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, სერვიე ვალდებულია, შეინახოს მომხმარებლების პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ ვადის განმავლობაში, რომელიც საჭიროა შესაბამისი მიზნების მისაღწევად.
სერვიეს შეუძლია შეინახოს მომხმარებლების პერსონალური მონაცემები უფრო ხანგრძლივი ვადით, თუ ეს ნებადართულია ან მოითხოვება მოქმედი კანონმდებლობით ან თუ ეს აუცილებელია მისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.
ამ ვადის გასვლის შემდეგ პერსონალური მონაცემები წაიშლება ან დაარქივდება მოქმედი მარეგულირებელი წესების შესაბამისად.
2023 წლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის და 1978 წლის 6 იანვრის N78-17 „მონაცემთა დამუშავების, ფაილებისა და თავისუფლებების შესახებ“ კანონის (ცნობილია, როგორც „მონაცემთა დამუშავების და თავისუფლების“ შესახებ კანონი), დებულებების შესაბამისად, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, თითოეული მომხმარებელი სარგებლობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებით, მათ შორის შემდეგი უფლებებით:
- დაათვალიეროს, განაახლოს, შეავსოს და შეასწოროს მისი პერსონალური მონაცემები, ჰქონდეს წვდომა მის პერსონალურ მონაცემებთან;
- მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების წაშლა მოქმედი რეგულაციებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით;
- ნებისმიერ დროს გააუქმოს თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების შეგროვების და დამუშავების თაობაზე;
- გააპროტესტოს მისი პერსონალური მონაცემების სრულად ან ნაწილობრივ დამუშავება;
- შეზღუდოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება;
- თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მიიღოს სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მის მიერ მიწოდებული მონაცემები ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა, როდესაც ეს მონაცემები ექვემდებარება ავტომატიზირებულ დამუშავებას მისი თანხმობის საფუძველზე;
- განსაზღვროს, თუ როგორ იქნება გამოყენებული მისი მონაცემები მისი გარდაცვალების შემდეგ და/ან აირჩიოს მესამე პირი, რომელსაც სერვიემ უნდა მიაწოდოს ეს მონაცემები (იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აფიქსირებს მედიკამენტის გვერდით მოვლენას და სურვილი აქვს ინფორმაცია ამის შესახებ მიეწოდოს მესამე პირს).
ზემოთ ჩამოთვლილი და კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობა შესაძლებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალისტთან (DPO) მოთხოვნის გაგზავნით შემდეგი საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით:
- ვებგვერდზე ხელმისაწვდომი საკონტაქტო ფორმის გამოყენებით, რომლის გამოყენებისას მომხმარებელს მოეთხოვება მისი სახელისა და საკონტაქტო მონაცემების შეყვანა, რათა შესაძლებელი გახდეს მასზე პასუხის გაგზავნა, ან
- ელექტრონული წერილის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: medinfogeorgia@servier.com
- ფოსტის მეშვეობით წერილის გაგზავნით შემდეგ მისამართზე:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალისტი
კოტე აფხაზის ქ. №44,
0105 თბილისი, საქართველო
ან
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალისტი
Les Laboratoires Servier
50 rue Carnot
92284 Suresnes Cedex
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უფრო დეტალურად განსაზღვრულია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ პოლიტიკით.
4. Cookie-ფაილები
მომხმარებლებისათვის ცნობილია, რომ ვებგვერდის დათვალიერებისას მათ ბრაუზერში შეიძლება შენახული ან აღდგენილი იქნას ინფორმაცია, ძირითადად, Cookie-ფაილების (ე.წ. „მზა ჩანაწერების“) სახით. ეს ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს მომხმარებელს, გამოყენებული ბრაუზერის ტიპს, ბრაუზინგის პარამეტრებს, ვებგვერდს (ნანახი გვერდები, შესვლის თარიღი, დრო და ა.შ.) ან მის ტერმინალს (კომპიუტერი, პლანშეტი, სმარტფონი და ა.შ.) და ის გამოიყენება ძირითადად ვებგვერდის სწორად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად,
Cookie-ფაილები საშუალებას აძლევს სერვიეს, მოახდინოს არა მომხმარებელთა იდენტიფიცირება, არამედ შეაგროვოს ზოგადი ინფორმაცია მომხმარებელების ვებგვერდზე შესვლისას, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას, ჰქონდეთ პერსონალიზებული ვებ გამოცდილება.
სერვიე ვალდებულია, არ მიაწოდოს ამ Cookie-ფაილების შინაარსი მესამე პირებს, თუ არ აქნება ამის ვალდებულება სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანების საფუძველზე. ვებგვერდზე შესვლისას, მომხმარებელი პირდაპირ იღებს მოწვევას, დაადასტუროს მისი თანხმობა ვებგვერდზე არსებული Cookie-ფაილების გამოყენებაზე.
ანალოგიურად, როდესაც მომხმარებელი აწკაპებს ვებგვერდზე არსებულ სოციალური ქსელებისთვის გამოყოფილ სიმბოლოებზე (როგორიცაა, მაგალითად, Twitter, Facebook ან Linkedin) და, თუ ის თანხმდება Cookie-ფაილების მიღებას გვერდის დათვალიერებისას, ამ სოციალურ ქსელებს ასევე შეუძლიათ დატოვონ Cookie-ფაილები თავიანთ ტერმინალში.
მომხმარებელს შეუძლია დაბლოკოს ყველა ან ზოგიერთი Cookie-ფაილის გამოყენება, ან წაშალოს თავის ბრაუზერში მანამდე დაინსტალირებული Cookie-ფაილები:
- Cookie-ფაილის მართვის კონფიგურატორის მეშვეობით, რაც იძლევა გამოყენებული და/ან ვებგვერდზე დატოვებული Cookie-ფაილის თითოეული კატეგორიის შესახებ დეტალების მიღებისა და მისი პრიორიტეტების მართვის შესაძლებლობას; ან
- მისი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით გამოყენებული ინტერნეტ ბრაუზერის დახმარების მენიუს (Microsoft Internet Explorer, Apple Safari, Google Chrome, Mozilla Firefox, Opera და ა.შ.) მეშვეობით, კერძოდ, იმისათვის, რომ დაადასტუროს ან გააუქმოს ყველა Cookie-ფაილი, მიიღოს შეტყობინება Cookie-ფაილის გაცემის თაობაზე, ნახოს მისი მოქმედების ვადა, ხანგრძლივობა და შინაარსი და პერიოდულად წაშალოს Cookie-ფაილები.
გარკვეული ტიპის Cookie-ფაილების დაბლოკვამ ან წაშლამ შეიძლება შეაფერხოს ან შეუძლებელი გახადოს ვებგვერდის გარკვეულ ფუნქციებზე ან ვებგვერდზე წვდომა ან არ დაუშვას წვდომა ვებგვერდზე შემოთავაზებულ გარკვეულ სერვისებზე, რისთვისაც სერვიეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. დამატებითი ინფორმაციისათვის Cookie-ფაილების შესახებ გაეცანით Cookie-ფაილების მართვის პოლიტიკას
5. ვებგვერდის გამოყენება
მომხმარებლები ვალდებულნი არიან, ისარგებლონ ვებგვერდით:
- ინფორმაციის მისაღებად;
- პირადი სარგებლობისთვის, გარდა კომერციული ან სარეკლამო საქმიანობებისა, ან პროფესიულ, სარეკლამო, მარკეტინგულ ან კომერციულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობებისა;
- საავტორო და ყველა სხვა სახის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესაბამისად, კერძოდ, საავტორო ან საკუთრების უფლების თითოეული მითითების შესრულებით, რომელიც აღნიშნულია მის მიერ გამოყენებული ვებგვერდის ყველა ელემენტში;
- ვებგვერდის შინაარსზე წვდომისა და გამოყენების მიზნით რობოტის ან სხვა ავტომატიზირებული საშუალების გამოყენების გარეშე, და ვებგვერდის შეფერხების მცდელობის გარეშე;
- კოპირების მცდელობის, მთლიანად ან ნაწილობრივ რეპროდუცირების, არაავტორიზებული მესამე პირებისთვის მისი ხელმისაწვდომობის ან მათთან გავრცელების ან ნებისმიერი საშუალებით მათთვის გაზიარების გარეშე.
გარდა ამისა, ვებგვერდზე მოწოდებული ინფორმაცია არ არის სახელშეკრულებო ხასიათის და არ შეიძლება ჩაითვალოს მომსახურების ან პროდუქციის შეთავაზებად.
არც ერთ შემთხვევაში ის, ასევე, არ წარმოადგენს სერვიეს მტკიცებას, გარანტიას ან ვალდებულებას მასში წარმოდგენილ პროდუქციასა და მომსახურებთან დაკავშირებით.
მომხმარებელი ასევე ინფორმირებულია, რომ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეიძლება ჩაითვალოს სამედიცინო რჩევის ექვივალენტად და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ექიმის რეკომენდაციის ნაცვლად. შესაბამისად, მომხმარებლებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ ეს ინფორმაცია იმ მიზნით, რომ დასვან სამედიცინო დიაგნოზი ან რეკომენდაცია გაუწიონ მკურნალობას და უნდა გაიარონ კონსულტაცია სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უფლებამოსილ ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალთან.
სერვიე არ აგებს პასუხს ნებისმიერ იმგვარ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებულია ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე, მისი რაიმე სახით გამოყენებაზე მესამე პირთა მიერ.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ვებგვერდის თითოეული მომხმარებელი პასუხისმგებელია, მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა საკუთარი მონაცემების და/ან აპლიკაციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინტერნეტში არსებული ნებისმიერი ვირუსის შეჭრისაგან ან დავირუსებისაგან დასაცავად.
6. ვებგვერდის ინფორმაციის სიზუსტე და სისრულე
ვებგვერდზე მომხმარებლებისთვის არსებული ნებისმიერი ინფორმაცია მოწოდებულია „როგორც არის“ (არსებული) სახით, ყოველგვარი გაცხადებული ან ნაგულისხმევი გარანტიის გარეშე, მათ შორის, და არა მხოლოდ სავაჭრო ხარისხის შესახებ ნებისმიერი ნაგულისხმები გარანტიის, კონკრეტული გამოყენებისთვის ვარგისიანობის ან საავტორო უფლებების დარღვევის არარსებობასთან დაკავშირებული გარანტიის გარეშე.
სერვიე შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტესა და მის განახლებას.
თუმცა, ის არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას მასზედ, რომ ვებგვერდზე მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია და შინაარსი არის ნამდვილი, სრული, ზუსტი ან ყოვლისმომცველი და იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს და გაფრთხილების გარეშე, შეცვალოს ან შეასწოროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციისა და დოკუმენტების შინაარსი.
შესაბამისად, სერვიე არ იღებს პასუხისმგებლობას ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის უზუსტობაზე, ცდომილებასა ან ხარვეზზე, განსაკუთრებით საკანონმდებლო ან იურიდიული დებულებების ცვლილების შემთხვევაში, და მესამე პირის თაღლითური ქმედების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი ზიანის გამო, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამგვარმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის შეცვლა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სერვიეს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა წარმოდგენილი გვერდების შინაარსზე, ან მომხმარებლის მიერ მათ ნებისმიერ გამოყენებასთან დაკავშირებით, კერძოდ რომელიმე მხარის მიერ ვებგვერდზე წვდომით ან მისი გამოყენებით ან ვებგვერდზე შესვლის შეუძლებლობით გამოწვეულ ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე.
7. ვებ-გვერდის მოდიფიკაცია
სერვიე იტოვებს უფლებას, შეცვალოს ვებგვერდის შინაარსი/კონტენტი და ვებგვერდზე ხელმისაწვდომი მონაცემები ან ინფორმაცია და მისი გამოყენების ზოგადი წესები, განსაკუთრებით ყველა მოქმედ სტანდარტთან, კანონმდებლობასა და/ან რეგულაციასთან შესაბამისობის და/ან ვებგვერდის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით.
ასეთ შემთხვევაში შეცვლილი ვებგვერდის გამოყენების ზოგადი პირობები ძალაში შევა მათი ონლაინ განთავსების დღიდან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მომხმარებელს ეძლევა რეკომენდაცია, რეგულარულად გაეცნოს ინფორმაციას ვებგვერდის გამოყენების ზოგადი წესების შესახებ.
8. ვებგვერდის ხელმისაწვდომობა
სერვიე შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს ვებგვერდის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობას დღეში 24 საათისა და კვირაში 7 დღის განმავლობაში. თუმცა, სერვიე ვერ იძლევა გარანტიას ვებგვერდის მუდმივი ხელმისაწვდომობისა და მასზე წვდომის თაობაზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სერვიე იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს გააუქმოს, შეზღუდოს, შეაჩეროს ან დროებით შეწყვიტოს ვებგვერდზე, მის ფუნქციებზე ან ვებგვერდზე შემოთავაზებულ სერვისებზე ნაწილობრივი ან სრული წვდომა, შეტყობინების ან კომპენსაციის გარეშე, ნებისმიერი მიზეზით და განსაკუთრებით ტექნიკური მომსახურების მიზეზის, ფორს-მაჟორული გარემოების წარმოშობის ან გაუთვალისწინებელი უბედური შემთხვევის, საინფორმაციო ტექნოლოგიების პრობლემების, საკომუნიკაციო ქსელების სტრუქტურასთან დაკავშირებული სირთულეების ან სხვა ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში.
სერვიეს და მისი ტექნიკური სერვის პროვაიდერების მიერ მიღებული ყველა ტექნიკური და საორგანიზაციო ზომის მიუხედავად, მომხმარებელი ინფორმირებულია, რომ ინტერნეტ ქსელი არ არის აბსოლუტურად დაცული, უპირველეს ყოვლისა, მონაცემთა გადაცემის უსაფრთხოების, ვებგვერდზე წვდომის უწყვეტობის გარანტიების, მონაცემთა გადაცემის სიჩქარის შესრულების გარანტიების და ვირუსების გავრცელების თვალსაზრისით. წინამდებარე დოკუმენტით ასევე განისაზღვრება, რომ ინტერნეტ ქსელი და საინფორმაციო ტექნოლოგიები და სატელეკომუნიკაციო სისტემები არ მუშაობს უშეცდომოდ და, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს შეფერხებებსა და გაუმართაობას.
ამდენად, აღნიშნულთან დაკავშირებით სერვიე არ იძლევა რაიმე გარანტიას და შესაბამისად არ ეკისრება პასუხისმგებლობა ინტერნეტ ქსელის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სატელეკომუნიკაციო სისტემების გამოყენებით გამოწვეულ რაიმე ზიანზე, რაც მოიცავს მათ შორის და არა მხოლოდ:
- ინტერნეტში არსებული ყველა მონაცემისა და/ან ინფორმაციის არასათანადოდ გადაცემსა და/ან მიღებას;
- კომპიუტერული ვირუსების შემოჭრას ან არსებობას;
- მიმღები მოწყობილობების ან საკომუნიკაციო ხაზების გაუმართაობას;
- ინტერნეტ ქსელის ნებისმიერ სხვა ისეთ გაუმართაობას, რაც ხელს უშლის ვებგვერდის დამაკმაყოფილებლად ფუნქციონირებას.
9. სერვიეს პასუხისმგებლობა
სერვიე არ არის პასუხისმგებელი ისეთ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე, როგორიცაა, მათ შორის და არა მხოლოდ, ყველა მონაცემის დაკარგვა ან დაზიანება, პროგრამების დაკარგვა, მომხმარებლის ან ნებისმიერი მესამე პირის მიუღებელი შემოსავალი ან საოპერაციო ზარალი, რაც გამოწვეულია ვებგვერდზე წვდომის, ვებგვერდის დათვალიერების, ვებგვერდის კონტენტის, ვებგვერდის და მასთან დაკავშირებული ვებგვერდების გამოყენების შედეგად, ან მომხმარებლების მიერ ვებგვერდზე შემოთავაზებული კონტენტის, ინფორმაციისა და სერვისების გამოყენების შეუძლებლობით.
უფრო კონკრეტულად, სერვიე არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი სახის ზიანზე, რაც გამოწვეულია:
- ვებგვერდზე ხელმისაწვდომ ინფორმაციასთან დაკავშირებული ბეჭდვითი ან ფორმატირების შეცდომით, უზუსტობით ან ხარვეზით;
- მესამე პირის მხრიდან თაღლითური ქმედებით, რამაც გამოიწვია ვებგვერდზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის, დოკუმენტების ან ელემენტების მოდიფიკაცია;
- ნებისმიერი მხარის მიერ ვებგვერდზე წვდომით ან მასზე წვდომის შეუძლებლობით;
- მომხმარებლის საინფორმაციო ტექნოლოგიების აღჭურვილობის მწყობრიდან გამოსვლით, გაუმართაობით ან შეუთავსებლობით;
- იმ ქსელების შეფერხებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ვებგვერდზე წვდომას, ძირითადად სატელეკომუნიკაციო ოპერირებით გამოწვეული ვებგვერდის სრულად ან ნაწილობრივ ხელმისაწვდომობის არარსებობით;
- ვებგვერდის მეშვეობით კომპიუტერული ვირუსების, „ტროიანების“ ან „ვორმების“ გავრცელებით ან დანერგვით, რამაც შეიძლება დააზიანოს მომხმარებლის კომპიუტერული აღჭურვილობა;
- ვებგვერდიდან პირდაპირ ან ირიბად მიღებული ინფორმაციის მითითებით, მისი გამოყენებით ან იმ პროდუქტის გამოყენებით, რომელზეც იგი მიუთითებს.
სერვიე უარს აცხადებს ყველანაირ გაცხადებულ თუ ნაგულისხმევ პასუხისმგებლობაზე, თუ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის გამოყენება არღვევს საპატენტო, საავტორო უფლებებს ან რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშანზე უფლებას.
10. მომხმარებლის პასუხისმგებლობა
თუ მომხმარებელი გაავრცელებს ვებგვერდზე არსებულ კონტენტს (შინაარს), მისი ხასიათის მიუხედავად, მომხმარებელი ვალდებულია არ განახორციელოს იმგვარი ქმედება ან გააკეთოს ისეთი შენიშვნა, რომელიც წინააღმდეგობაშია კანონმდებლობასთან, საჯარო წესრიგთან ან წესებთან, ან რომელიც შეურაცხმყოფელია, ცილისმწამებლური ან დისკრიმინაციული ხასიათისაა, ან გამოხატავს მუქარას პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ, ან რომელიც არღვევს საავტორო უფლებების, „საიმიჯო უფლებების“ დებულებებს, სხვა პირთა პირადი ცხოვრების უფლებას, სამედიცინო საიდუმლოებას ან კორესპონდენციის კონფიდენციალურობას. მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ამ ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით.
ზოგადად, მომხმარებელი ვალდებულია, იმოქმედოს პატივისცემით, განსაკუთრებით კი ვებგვერდის სხვა მომხმარებლებთან მიმართებით.
მომხმარებელი ინფორმირებულია, რომ კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სერვიე უფლებამოსილია, გადასცეს მათ ყველა მონაცემი, რომელიც იძლევა მომხმარებლის იდენტიფიკაციის საშუალებას, თუ მომხმარებელი აღმოჩნდება უკანონო კონტენტის ან ქმედებების ინიციატორი.
11. ჰიპერტექსტის ბმულები
წინამდებარე ვებგვერდზე შეიძლება იყოს ბმულები მესამე პირების მიერ გამოქვეყნებულ სხვა ვებგვერდებზე.
მესამე პირის ვებგვერდზე გადასასვლელი ჰიპერტექსტური ბმულის არსებობა არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სერვიეს მიერ ვებგვერდის ან მისი კონტენტის მოწონება/დადასტურებას.
სერვიე არ ახორციელებს კონტროლს მესამე პირის ვებგვერდებზე და შესაბამისად, არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას ამ ვებგვერდების შინაარსთან და მომხმარებლის მიერ მათ გამოყენებასთან დაკავშირებით.
ამასთან, სერვიეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირის მიერ გაცემულ ინფორმაციაზე, მოსაზრებებსა და რეკომენდაციებზე.
მომხმარებელი იღებს წვდომას და იყენებს მესამე პირის ვებგვერდებს მხოლოდ მისი ერთპიროვნული პასუხისმგებლობის ქვეშ, საკუთარი რისკით და აღნიშნული ვებგვერდების გამოყენების მოქმედი პირობების შესაბამისად.
მომხმარებლებისათვის შესაბამისად რეკომენდირებულია, შეამოწმონ ამგვარი ვებგვერდების გამოყენებისა და კონფიდენციალურობის პირობები, მათთვის თავიანთი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებამდე.
- მოქმედი კანონმდებლობა
წინამდებარე „გამოყენების პირობები“ რეგულირდება საფრანგეთის მატერიალური, ასევე, საპროცესო კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა განსახილველად წარედგინება პარიზის (საფრანგეთი) იურისდიქციას დაქვემდებარებულ სასამართლოებს.
წინამდებარე დოკუმენტით იკრძალება ისეთი კოლიზიური სამართლის წესების გამოყენება, რომელებიც ზღუდავს საფრანგეთის კანონმდებლობის სრულად გამოყენებას. აქედან გამომდინარე, საფრანგეთის კანონმდებლობა ვრცელდება ყველა მომხმარებელზე, რომელიც შედის და სარგებლობს ვებგვერდით და იყენებს მის ფუნქციებს მთლიანად ან ნაწილობრივ.
13. სამართლებრივი ინფორმაცია:
ვებგვერდი https://servier.ge/ გამოქვეყნებულია სერვიეს მიერ, რომელიც წარმოადგენს საფრანგეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოების წარმომადგენლობას საქართველოში. სერვიეს მისამართი საქართველოში არის კოტე აფხაზის ქუჩა, N.44, თბილისი, 0105, საქართველო. საკონტაქტო ტელეფონი:Tel : +995 (032) 439 390
საკონტაქტო პირი: ლე ლაბორატუა სერვიეს წარმომადგენლობის დირექტორი, მარიამ ხელაშვილი.
ვებგვერდი “https://servier.com” განთავსებულია OVH SAS-ის სერვერზე, რომლის იურიდიული მისამართია: 2 rue Kellermann – 59100 Roubaix – საფრანგეთი – https://www.ovh.com/.
ვებგვერდის “https://servier.com” დიზაინი და წარმოება განხორციელებულია კომპანია LICORN PUBLISHING-ის მიერ (საზოგადოება შეზღუდული პასუხისმგებლობით – SARL), რომლის იურიდიული მისამართია: 101 rue de Sèvres, 75006 Paris – საფრანგეთი – https://licornpublishing.com/.