კარდიო-ონკოლოგია –  ახალი სამედიცინო სპეციალობაა, რომელიც ავთვისებიან სიმსივნესთან ასოცირებულ გულის და სისხლძარღვთა  დაზიანებას შეისწავლის. ინდუსტრიულ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ასაკთან ასოცირებული გულ-სისლძარღვთა სისტემის და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა მატებას ნიშნავს. მეორე მხრივ, მედიცინის განვითარებამ განაპირობა ის, რომ ონკოლოგიურ დაავადებათა დიდი ნაწილი სადღეისოდ ქრონიკულ სნეულებად იქცა. მილიონობით ადამიანი მსოფლიოში მკურნალობს და წარმატებით ებრძვის კიბოს. ამ ბრძოლაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს. კარდიალური გართულებები სიმსივნის მკურნალობის დროს, ზოგ შემთხვევაში, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ავადმყოფს. ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობა თანამედროვე დონეზე სხვადასხვა სპეციალობის ექიმთა ინტეგრაციას მოითხოვს. კარდიო-ონკოლოგია ამგვარი ინტეგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ექსპერტებმა:

სუზენ დენთი, პროფესორი საერთაშორისო კარდიო-ონკოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი; ძუძუს კიბოს კლინიკური კვლევის ასოცირებული დირექტორი; დიუკის კარდიო-ონკოლოგიის პროგრამის თანა-დირექტორი, დურჰემი, აშშ

დავით დუნდუა, მმდ, პროფესორი, რუსეთის რეგიონთაშორისი კარდიო-ონკოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარე; რუსეთის ფედერაციის პოსტ-დიპლომური განათლების აკადემიის კარდიოლოგიის კათედრის გამგე; ფედერალური სამეცნიერო-კლინიკური ცენტრის კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მოსკოვი, რუსეთი

ცეზარ ილიესკუ, FACC, FSCAI კარდიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ინტერვენციული კარდიოლოგი, გულის კათეტერიზააციის ლაბორატორიის დირექტორი, შინაგანი მედიცინის მიმართულება, ტექსასის უნივერსიტეტის ანდერსენონის კიბოს ცენტრი, ჰიუსტონი, ტექსასი, აშშ

ზაზა იაკობიშვილი, მმდ, პროფესორი, ბენ-გურიონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კარდიოლოგიის კათედრის პროფესორი; ისრაელის კარდიოლოგიური საზოგადოების ამბულატორიული და პრევენციული კარდიოლოგიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი; საერთაშორისო კარდიო-ონკოლოგიური საზოგადოების მრჩეველთა საბჭოს წევრი და ისრაელის განყოფილების პრეზიდენტი; ESC გულის უკმარისობის ასოციაციის კარდიოონკოლოგიური სამუშაო ჯგუფის არჩეული წევრი, თელ-ავივი, ისრაელი

ალექსანდერ ლაიონი, კარდიოონკოლოგიის სამსახურის კლინიკური ხელმძღვანელი; 2022-2024 ESC კარდიოონკოლოგიის საბჭოს თავმჯდომარე; ბრიტანეთის კარდიოონკოლოგიის საზოგადოების ყოფილი თავმჯდომარე; ბრომპტონის სამეფო ჰოსპიტალი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

ტერეზა ლოპეზ ფერნანდეზი, პროფესორი, ლა პაზის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის კარდიოონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; ESC 2022 კარდიოონკოლოგიის გაიდლაინის თანათავმჯდომარე; ESC კარდიოონკოლოგიის საბჭოს არჩეული თავმჯდომარე; ესპანეთის კარდიოონკოლოგიის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი; კარდიოონკოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, მადრიდი, ესპანეთი

ნია შარიქაძე, კლინიკური ონკოლოგი, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძვანელი თბილისი, საქართველო

მარინა ვიცენია, მმდ, პროფესორი, ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო ინსტიტუტი; აკად. ე.ი. ჩაზოვის სახელობის კარდიოლოგიის ეროვნული სამედიცინო კვლევის ცენტრი, მოსკოვი, რუსეთი

მარია პოლტავსკაია, მმდ, პროფესორი, კარდიოლოგიის, ფუნქციური და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი; კლინიკური და კვლევითი კარდიოონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ი. მ. სეჩენოვის სახ. მოსკოვის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. მოსკოვი, რუსეთი

ვერა პოტიევსკაია, მმდ, პროფესორი, კარდიოონკოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი, კარდიოლოგიის და დეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პ. ჰერცენის მოსკოვის ონკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი (რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სამედიცინო კვლევითი რადიოლოგიის ცენტრის ფილიალი), მოსკოვი, რუსეთი

ინტერდისციპლინარულ სიმპოზიუმს დაესწრო 153 სტუმარი: ონკოლოგები, კარდიოლოგები, რადიოლოგები, რადიაციული ონკოლოგები, ინტერვენციული კარდიოლოგები, ანგიოლოგები – ანუ იმ სპეციალობის ექიმები, ვისაც შეხება აქვთ ონკოლოგიურ პაციენტთან. სიმპოზიუმის მიზანი სწორედ ამ სხვადასხვა სფეროში   მოღვაწე კოლეგების ურთიერთობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება გახლდათ.