სერვიე უკევ რამოდენიმე წელია ევროპის საუკეთესო დამსაქმებელთა სიაშია. წლევანდელი წელიც გამორჩეულია ამ თვალსაზრისით – ჩვენ მივიღეთ საუკეთესო დამსაქმებლის სერტიფიკატი ევროპის 6 ქვეყანაში: ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია და პორტუგალია. ამ ეროვნული სერთიფიკატების წყალობით, სერვიე კიდევ ერთხელ გახდა 2023 წლის საუკეთესო დამსაქმებელი.
ყოველწლიურად, Top Employer აჯილდოვებს კომპანიებს, რომლებიც მზად არიან უზრუნველყონ საუკეთესო სამუშაო გარემო თავიანთი თანამშრომლებისთვის ინოვაციური HR (ადამიანური რესურსების) პრაქტიკის საშუალებით, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს ადამიანებს.
დამოუკიდებელი საერთაშორისო სერტიფიცირების ორგანო – Top Employers Institute ახორციელებს კომპანიებს სერტიფიცირებას მათი საუკეთესო HR პრაქტიკის კვლევაში მონაწილეობისა და შედეგების საფუძველზე. კვლევა მოიცავს HR-ის ექვს დომენს, რომლებიც დაყოფილია რამოდენიმე თემად, როგორებიცაა: ნიჭის მართვის სტრატეგია, სამუშაო გარემო, დასაქმება, ტრენინგი და უნარების განვითარება, სამუშაო ადგილის კეთილმოწყობა და ინკლუზია.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ზედიზედ მესამე წელია ვჯილდოვდებით ევროპის საუკეთესო დამსაქმებლის სერტიფიკატით. ეს სერთიფიკატი არის ჩვენი HR პრაქტიკის სრულყოფილების ჯილდო და ასახავს ჩვენს ამბიციას, მუდმივად გავამდიდროთ თანამშრომლების გამოცდილება კომპანიაში.“
ნიკოლას ბოტსი, ადამიანური რესურსების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, Servier Group
“წელს ჩვენი საუკეთესო დამსაქმებლების სერტიფიცირების პროგრამის მეშვეობით ჩვენ 2023 წლის საუკეთესო დამსაქმებლებად სერტიფიცირებული კომპანიების შესანიშნავი პერფორმანსის მოწმენი გავხდით. სერვიემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ზრუნავს თავისი თანამშრომლების განვითარებასა და კეთილდღეობაზე. ამით სერვიე სამუშაო სამყაროს გამდიდრებას უწყობს ხელს.“
დევიდ პლინკი, Top Employers Institute-ის აღმასრულებელი დირექტორი
წელს პროგრამამ აღიარა და სერტიფიცირება მიანიჭა 2052 საუკეთესო დამსაქმებელს 121 ქვეყანაში, 5 კონტინენტზე.
42 HR ეტიკეტი მიღებული 2022 წელს, მათ შორის 34 Great Place to Work-ით სერტიფიცირებული წარმომადგენლობითი ოფისი, 1 ბედნიერი სტაჟიორი და 7 საუკეთესო დამსაქმებელი.