დეტრალექსი – (ფრანგული კომპანია სერვიეს ვენოტონური და ანგიოპროტექტორული პრეპარატი, ვენური უკმარისობის სამკურნალოდ ) საქართველოს ყველაზე გავლენიან და პრესტიჟულ დაჯილდოებაზე, რომელიც ყოველწლიურად ავლენს ქვეყნის წარმატებულ ბიზნეს პროექტებს, პირველი ადგილით დაჯილდოვდა და ოქროს ბრენდის ტიტული მოიპოვა.
დაჯილდოვება Global Idea-ს და გაზეთ The Financial-ის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს საწარმოთა ფედერაციის და საერთაშორისო სავაჭრო პალატის მხარდაჭერით ხორციელდება.“ ოქროს ბრენდის“ ჯილდო განიხილება როგორც “ბიზნეს სამყაროს ოსკარი”. 2006 წლიდან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, რომლიც გადაეცემა უმსხვილეს ქართულ და უცხოურ ბიზნეს კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ბრენდების ნომინაციაზე წარდგენისთვის, ბაზრის კვლევა რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით ხდება: ინფორმირებულობა, რეპუტაცია, ხარისხი, საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგული შესრულება. ამ პროცესში მონაწილეობას კი მომხმარებლები და დამოუკიდებელი ექსპერტების პანელი – უმაღლესი განათლების პროფესორები, ბიზნეს ლიდერები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო ორგანიზაციები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები, ეკონომიკური ექსპერტები – იღებენ.
დეტრალექსმა უმაღლესი ტიტული Golden Brand Awards-ში პირველივე მონაწილეობით, ნომინირებულ 57 ბრენდს შორის მოიპოვა. დღეს დეტრალექსი წარმოადგენს ლიდერს ფარმაცევტულ სფეროში. იგი სისტემური ვარიკოზული თერაპიის ბაზარზე თითქმის 60%-იან წილს ფლობს და საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტების ათეულში შედის.
ეს წარმატება არის კიდევ ერთი აღიარება, როგორც დარგის წამყვანი სპეცილისტების და ზოგადი პროფილის ექიმების მხრიდან, ასევე უშუალოდ პაციენტების მხრიდან. უნდა აღინიშნოს, რომ სერვიეს გუნდის მრავალწლიანი მუშაობის გარდა ამ სფეროში გადამწყვეტი როლი ითამაშა ინტენსიურმა მედია კამპანიამ, რომელიც ინიცირებულია დეტრალექსის ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ქრონიკული ვენური დაავადება და ჰემოროიდული დაავადება, საკმაოდ გავრცელებულია, ამიტომ დეტრალექსით ეფექტურ და ხარისხიან მკურნალობაზე მოთხოვნა დიდია მთელ მსოფლიოში. სერვიეს სახელი ხშირად ასოცირდება დეტრალექსთან, რადგან მისი ცნობადობა მოსახლეობაში მაღალია. მადლიერი პაციენტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რადგან დეტრალექსი სწრაფად ამცირებს ქრონიკული ვენური დაავადების და ბუასილის ყველა სიმპტომს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს.
„ოქროს ბრენდის“ დაჯილდოვებაზე პირველი პრიზის მიღება დიდი აღიარებაა ჩვენი გუნდისთვის. ჩვენ ამაში დიდი ძალისხმევა ჩავდეთ, ეს ტიტული კი გვაძლევს საშუალებას ნათლად დავინახოთ ჩვენი ქმედებების სარგებელი პაციენტების საკეთილდღეოდ”. – ამბობს სერვიე საქართველოს გენერალური მენეჯერი, მაია ხეცურიანი American Stock News-ის ვებ-გვერდზე გავრცელებულ სტატიაში.
Photo Credit
The FINANCIAL MEDIA