კომპანია სერვიეს მთავარი ღირებულებაა ზრუნვა პაციენტების ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და კეთილდღეობაზე. ამისათვის კი სერვიე, საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციებთან ერთად, არაერთი წელია ახორციელებს სხვადასხვა კამპანიას, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე და განათლებაზე ისეთი გავრცელებული დაავადებების მიმართულებით, როგორებიცაა – ჰიპერტენზია, დიაბეტი, სტენოკარდია, ვენური უკმარისობა და გულის უკმარისობა.
გლობალური კამპანია, სახელწოდებით „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“, სწორედ მოსახლეობაში წნევის გაზომვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას და დაავადების დროული გამოვლენაზე ზრუნვას ემსახურება. აღნიშნული ინიციატივა ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციის Global Heart Hub და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიე“-ს ერთობლივი პროექტია, რომელსაც საქართველო უკვე მეხუთე წელია უერთდება.
მოსახლეობის ინფორმირება მომატებული არტერიული წნევის შესახებ კამპანიის განუყოფელი ნაწილია და წლიდან წლამდე იგი უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს. წელევანდელი წელი გამორჩეული იყო იმ თვალსაზრისით, რომ კომპანია „სერვიემ“, ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად, ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე უფასო სკრინინგ პროგრამითაც დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა კლინიკის მხარდაჭერით, თბილისის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში გაიმართა სპეციალური მოძრავი სამედიცინო პუნქტები, სადაც ნებისმიერმა ადამიანმა შეძლო გაიკონტროლებინა წნევა და მიეღო პირველადი კონსულტაცია სპეცილისტისაგან. ეს კიდევ ერთი წინგადადგული ნაბიჯია დაავადების ადრეული გამოვლენისა და ჰიპერტენზიის მოასლოდნელი გართულებებისაგან პაციენტების დასაცავად. ცნობისათვის, ჰიპერტენზია წამყვანი რისკ- ფაქტორია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის მქონე პაციენტებში, მათ შორის, ინსულტის შემთხვევების 62% განპირობებულია ჰიპერტენზიით. სხვა გართულებები ასევე შეიძლება მოიცავდეს გულის უკმარისობას, პერიფერიულ ვასკულარულ დაავადებას, თირკმლის დაზიანებას, რეტინულ სისხლჩაქცევას და მხედველობის დაქვეითებას. მსოფლიოში დაახლოებით 1.2 მლრდ ადამიანი იტანჯება ჰიპერტენზიით და ის სიკვდილობის მთავარი მიზეზია. ჰიპერტენზიითა და მისგან გამოწვეული გართულებებით მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი იღუპება; ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენა ხელს უწყობს გულის შეტევის და უკმარისობის, ინსულტის და თირკმლის უკმარისობის რისკის მინიმუმამდე დაყვანას. 2025 წელს, მოსალოდნელია ზრდასრული მოსახლეობის 29.2% -ს შეექმნას ჰიპერტენზიის პრობლემა, რაც 1.56 მლრდ ადამიანს შეადგენს.
ცნობადობის ამაღლების გლობალურმა კამპანიამ „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“ სტარტი ჯერ კიდევ 2018 წელს აიღო ფარმაცევტული კომპანია სერვიეს და ჰიპერტენზიის ასოციაციის ინიციატივით. პროექტი უკვე ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და ემსახურება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (ჰიპერტენზიის) პრევენციასა და მართვის ხელშეწყობას როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დღეს კამპანიის მიღწევები თვალსაჩინოა- ჯამში მსოფლიო მაშტაბით 27 მლნ. ადამიანი მოიცვა, რომლთა ინფორმირებულობა სწორედ სოციალური და მას მედიის საშუალებით მოხდა. წლების განმავლობაში კამპანიის მნიშვნელოვანი გზავნილი იყო: „გაიზომე წნევა და არ დაგავიწყდეს წამლის მიღება – ამას შენთვის გეუბნები“ . კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში სკრინინგის შესაძლებლობა დახლოებით 650 ათასი ზრდასრულ ადამიანს მიეცა.
რაც შეეხება საქართველოს მონაცემებს, გასულ წელს სკრინინგ კამპანიის ფარგლებში 3000 -ზე მეტმა ზრდასრულმა ადამიანმა ჩაიტარა ჰიპერტენზიის სკრინინგი და შეძლო მიეღო კონსულტაცია სხვადასხვა კლინიკის ბაზაზე, წამყვან სპეცილიტებთან. იდენტიფიცირებული იყო გადაუდებელი ოპერაციის შემთხვევებიც, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გარკვეულ შემთხვევებში. საერთო ჯამში პროექტის ფარგლებში წამოწყებულმა მედია კამპანიამ (ამისათვის გამოყენებული იყო თითქმის ყველა საინფორმაციო არხი : ტელევიზია, რადიო, Facebook, LinkedIN) 2 მილიონამდე ადამიანი მოიცვა.
დღეს შეგვიძლია თამამდ განვაცხადოთ, რომ კამპანიის ძირითადი მიზანი, ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, წნევის რეგულარულად გაზომვის კულტურის დანერგვა – ნაწილობრივ შესრულებულია. თუმცა, პაციენტების მხრიდან დაავადების ადრეული დიაგნოსტირება და ინტესიური მეთვალყურეობა კვალავ გამოწვევად რჩება. ჩვენი მიზანია რომ მოსახლეობას მივუთითოთ წნევის მუდმივი კონტროლის მნიშვნელობაზე, რათა უკეთესად შეძლონ დაავადების მართვა და თავიდან აირიდონ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მხრივ გართულებების რისკი. გვჯერა, რომ ჰიპერტენზიის კონტროლის გზაზე მეგობრების და ოჯახის წევრების თანადგომა ფასდაუდებელია. ამიტომ, კამპანიის მთავარი ლაიტმოტივია ჩვენი საყვარელი ადამიანების გამხნევება, რათა გაიზომონ არტერიული წნევა სახლის პირობებში და დროულად მიმართონ ექიმს საჭიროების შემთხვევაში. ამ წამოწყებას არაერთი წელია უამრავი ცნობადი სახე შემოურთდა, მათ შორის წანყვანი ექიმებიც. გვჯერა რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ დაავადების მართვაში მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებას.