მოცემული ვებგვერდის (https://servier.ge/) (შემდგომში „ჩვენი გვერდი“) მიზნებისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს ლე ლაბორატუა სერვიეს (Les Laboratoire Servier) წარმომადგენლობა საქართველოში  („SERVIER” ან „ჩვენ“). სერვიე არის საფრანგეთში დაფუძნებული სააქციო საზოგადოების წარმომადგენლობა, რეგისტრირებულია საქართველოში და მინიჭებული აქვს რეგისტრაციის ნომერი 202211338.

ჩვენი გვერდის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია SERVIER-ს, მისი საქმიანობის, ორგანიზაციული ფორმის, კვლევების, ადამიანური რესურსების პოლიტიკის, კომუნიკაციის, მისი პროდუქციის, შეთავაზებებისა და მომსახურებების, სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ არ ვაქვეყნებთ და არ ვახორციელებთ ბავშვებისთვის განკუთვნილ მომსახურებებს.

ჩვენ ვიცავთ ყველა იმ პირის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას, ვინც იყენებს ჩვენს გვერდს და ვაგროვებთ და ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული და კანონმდებლობით დადგენილი ჩვენი ვალდებულებებისა და თქვენი უფლებების შესაბამისად. წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკა გამოიყენება მხოლოდ თქვენს მიერ „ჩვენი გვერდით“ სარგებლობის შემთხვევაში. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე პოლიტიკა შეიძლება დრო და დრო შეიცვალოს საჭიროებიდან გამომდინარე, რა შემთხვევაშიც განახლებული პოლიტიკა აიტვირთება ჩვენს ვებგვერდზე. მისი გამოქვეყნების თარიღიდან, ჩვენი ვებგვერდით სარგებლობისას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გავრცელდება განახლებული პოლიტიკა. შესაბამისად, რეკომენდირებულია, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებამდე გაეცნოთ განახლებულ პოლიტიკას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის ამ პოლიტიკაში მოცემული ნებისმიერი პირობა მიუღებელია და თქვენ არ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, გთხოვთ გამოიყენოთ ჩვენთან კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალება. 

  1. რა სახის მონაცემებს ვაგროვებთ?                                                            

„ჩვენი გვერდის“ მომხმარებლებისგან შესაძლოა შევაგროვოთ ზოგიერთი ან ყველა შემდეგი პერსონალური მონაცემი:

  • მონაცემები, რომლებსაც თქვენ ნებაყოფლობით გვაწვდით „ჩვენი გვერდის“ საკონტაქტო სივრცის გამოყენებით: გვარი, სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საფოსტო მისამართი, თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია (თქვენს მიერ ჩვენთვის მისი გაზიარების შემთხვევაში). 
  • მონაცემები, რომლებსაც ავტომატურად ვაგროვებთ სტატისტიკური მიზნებისთვის Cookie-ფაილების გამოყენებით: მონახულებული გვერდები, წვდომის თარიღები და დრო, სასურველი კონტენტი/შინაარსი, ოპერაციული სისტემა, გამოყენებული ბრაუზერის სახეობა, გამოყენებული ტექნიკური უზრუნველყოფის სახეობა და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი სტატისტიკის Cookie-ფაილები არ ახდენს ფიზიკური პირის ვინაობის იდენტიფიცირებას.

2023 წლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საქართველოს კანონის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) შესაბამისად (შემდგომში „კანონმდებლობა“), პერსონალური მონაცემები ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ შეუძლია თქვენი იდენტიფიცირება.  

2. რა არის მონაცემთა შეგროვების და დამუშავების საფუძველი?

მონაცემების შეგროვება და მათი დამუშავება ამ პოლიტიკაში აღწერილი მიზნებისთვის ხორციელდება თქვენს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე. თქვენს მიერ მონაცემების მოწოდება ხდება ნებაყოფლობით და თქვენ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე, ქვემოთ მოცემული წესის შესაბამისად.

მონაცემთა დამუშავების საფუძველი შესაძლოა ასევე იყოს ჩვენზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ან მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი (სტატისტიკური ანალიზი, ვებგვერდის მართვა და ოპტიმიზაცია, ჩვენი პროდუქტების გვერდითი მოვლენების მონიტორინგი).

3. როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს? 

კანონმდებლობის თანახმად ჩვენს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებას ყოველთვის უნდა ჰქონდეს კანონიერი მიზანი. თქვენი მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მიზნებისთვის:

  • სტატისტიკური ანალიზის (განსაკუთრებით ვებგვერდის ტრაფიკის ანალიზის) წარმოება.
  • ვებგვერდის მართვა და გაუმჯობესება მომხმარებლისთვის ოპტიმალური ბრაუზინგის (ნახვების/ძებნის) უზრუნველყოფის მიზნით.
  • მომხმარებლების თხოვნებსა ან შეკითხვებზე პასუხების გაცემა და, საჭიროების შემთხვევაში, მათთვის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა.
  • ჩვენი პროდუქციის ან მომსახურების შესახებ მოთხოვნების მონიტორინგი.
  • ჩვენს პროდუქტებთან ან მომსახურებებთან დაკავშირებით ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის შემთხვევის შესახებ ანგარიშების დამუშავება (თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დაკავშირებულია მედიკამენტის გვერდით მოვლენებთან).
  • კომპანიის მიერ მოქმედი კანონდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და დაცვა.

ჩვენს მიერ მონაცემების შემდგომი დამუშავება არ ხდება იმგვარად, რაც არ არის შესაბამისობაში ზემოთ აღწერილ მიზნებთან.

4. რა უფლებები გაქვთ თქვენ?

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, SERVIER საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ თქვენთვის, როგორც მონაცემთა სუბიექტისთვის, მონიჭებული უფლებებით, მათ შორის:

  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება (ინფორმაცია იმის თაობაზე ვამუშავებთ თუ არა თქვენს მონაცემებს, ან რა მონაცემებს ვამუშავებთ);
  • მონაცემთა გაცნობის და ასლის მიღების უფლება (უფლება მოითხოვოთ თქვენზე დამუშავებული მონაცემები და მათი ასლი);
  • მონაცემთა გასწორების, განახლების და შევსების უფლება (იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მონაცემები არასწორია ან არასრული);
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება (იმ შემთხვევაში, თუ გსურთ შეწყდეს თქვენი მონაცემების დამუშავება, წაიშალოს ან განადგურდეს თქვენი მონაცემები);
  • მონაცემთა დაბლოკვის უფლება (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება);
  • მონაცემთა გადატანის უფლება (თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, შეგიძლიათ მოითხოვოთ სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით თქვენს მიერ მიწოდებული მონაცემების მოწოდება ან ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა);
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები (თქვენ უფლება გაქვთ არ დაექვემდებაროთ მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს);
  • თანხმობის გამოხმობის უფლება (პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თქვენი თანხმობის გაუქმება)

აღნიშნული უფლებებით სარგებლობისათვის გთხოვთ ისარგებლოთ კომუნიკაციის შემდეგი გზებით:

  • ელექტრონული კომუნიკაცია ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: medinfogeorgia@servier.com
  • ან საფოსტო გზავნილი შემდეგ მისამართზე:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალისტი: ნინო ხაბულიანი

ლე ლაბორატუა სერვიეს წარმომადგენლობა საქართველოში

კოტე აფხაზის ქ. №44,

0105, თბილისი, საქართველო

ან

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

Les Laboratoires Servier

50, rue Carnot

92284 Suresnes Cedex

France (საფრანგეთი)

თუ გექნებათ რაიმე პრეტენზია თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით, უფლება გაქვთ, წარადგინოთ საჩივარი საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომპეტენტურ ორგანოში. საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულია ვებგვერდზე https://pdps.ge/ka.

5. რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს? 

SERVIER-ის მიერ შეგროვებული თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება იმ ფორმით, რაც იძლევა თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას და არა უმეტეს იმ პერიოდით, რაც აუცილებელია იმ მიზნის მისაღწევად, რისთვისაც მუშავდება პერსონალური მონაცემები, კერძოდ:

  • აუდიტორიის გაზომვისა და კვლევის მიზნით შეგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება 6 თვის განმავლობაში;
  • კვლევითი საქმიანობისთვის შეგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება მონაცემთა მართვის კონტროლის, კვლევაში მონაწილე ცენტრის ან ჯანდაცვის პროფესიონალის საინფორმაციო სისტემებში საკვლევი პროდუქტის ბაზარზე გატანამდე ან კვლევის შედეგების ბოლო გამოქვეყნებიდან 2 წლამდე ვადით ან გამოქვეყნების არ არსებობის შემთხვევაში – საბოლოო კვლევის ანგარიშის ხელმოწერამდე. ამის შემდგომ ხდება მონაცემების დაარქივება დოკუმენტური ან ელექტრონული ფორმით მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად განსაზღვრული დროის განმავლობაში;
  • ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის საქმიანობასთან დაკავშირებით შეგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება შესაბამისი სავაჭრო ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში; ამის შემდგომ ხდება მონაცემების წაშლა ან დაარქივება ანონიმური ფორმით, თუ სხვაგვარად არ იქნება გათვალისწინებული სავალდებულო ადგილობრივი რეგულაციებით;
  • სამედიცინო ინფორმაციის მართვასთან დაკავშირებით შეგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება თქვენი მოთხოვნიდან 3 წლის განმავლობაში;
  • სამეცნიერო სამედიცინო კონსულტაციებთან დაკავშირებით ჯანდაცვის პროფესიონალებთან შეგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება SERVIER-სთან თქვენი ბოლო კავშირიდან 5 წლის განმავლობაში, შემდეგ ხდება მათი დაარქივება 5 წლით და წაშლა;
  • კლინიკურ კვლევებთან დაკავშირებით ჯანდაცვის პროფესიონალებთან ურთიერთობების  მართვასთან დაკავშირებით შეგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება საკვლევი პროდუქტის ბაზარზე გატანამდე ან კვლევის საბოლოო მოხსენების ან კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე. შემდეგ ხდება მათი დაარქივება დოკუმენტური ან ელექტრონული ფორმით მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად განსაზღვრული დროის განმავლობაში;
  • კომუნიკაციისა და ურთიერთობის მართვასა და სარეკლამო ღონისძიებებთან (კონტაქტები ჯანდაცვის პროფესიონალებთან)  დაკავშირებით შეგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება SERVIER-სთან თქვენი ბოლო კავშირიდან 5 წლის განმავლობაში, შემდეგ ხდება მათი დაარქივება 5 წლით და წაშლა;
  • ტრანსპარანტულობის (გამჭვირვალობის) მართვასთან დაკავშირებით შეგროვებული პერსონალური მონაცემების შენახვა, დაარქივება და განადგურება ხორციელდება მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად;
  • ნებისმიერი სხვა ტიპის კორესპონდენციისთვის შეგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება 13 თვის განმავლობაში.

6. როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

ჩვენ დავნერგეთ გონივრული და კომერციულად გამართლებული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომები ჩვენს მიერ შეგროვებული და კონფიდენციალურად დაცული პერსონალური მონაცემების შესანახად და მათი არასანქცირებული ან უკანონო გამჟღავნებისგან ან წვდომისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან, შეცვლის ან დაზიანებისგან დასაცავად, ტექნოლოგიის დონისა და განხორციელების ღირებულების გათვალისწინებით.

თქვენს მონაცემებზე წვდომა ეძლევა სერვიეს მხოლოდ იმ თანამშრომელს, რომელიც პასუხს აგებს თქვენგან შემოსული მოთხოვნის დამუშავებაზე. წვდომა პერსონალურ მონაცემებზე ხდება შესაბამისი მომხმარებლის სახელის და კოდური სიტყვის მეშვეობით.  მოთხოვნის პირველადი დამუშავების შემდეგ, თქვენი მოთხოვნა (მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემებთან ერთად, რომელიც აუცილებელია მიზნის მისაღწევად) ეგზავნება სერვიეს შესაბამის განყოფილებას (ან ოფიცერს) შემდგომი რეაგირებისათვის. მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება ექვემდებარება აღრიცხვას (ლოგირებას).

იმ შემთხვევის გარდა, როდესაც თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება თქვენივე მოთხოვნაზე რეაგირების მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემები ექვემდებარება ანონიმიზებას და მისი დამუშავება ხდება მონაცემთა კონკრეტული სუბიექტის იდენტიფიკაციის გარეშე (მაგალითად, სტატისტიკის წარმოების მიზნებისათვის, ვებ გვერდის ოპტიმიზაციის მიზნებისთვის და სხვ.).

სერვიე ახორციელებს ყველა მოქმედებას (მათ შორის თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარების გზით), იმისათვის, რომ უზრუნველყოს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება და არ დაუშვას მათი უკანონო გამჟღავნება/დაკარგვა. ნებისმიერი ინციდენტი პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექვემდებარება გამოძიებას და აღმოფხვრას სერვიეს შიდა წესების შესაბამისად. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისათვის და თქვენთვის ინციდენტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება განხორციელდება კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით.

7. ხდება თუ არა თქვენი პერსონალური  მონაცემების გაზიარება? 

თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს მხოლოდ  აუცილებლობიდან გამომდინარე ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირთა შეზღუდული წრისათვის, მათ შორის:

  • ჩვენსა და SERVIER-ის ჯგუფის სხვა იურიდიული პირების განყოფილებები და პერსონალი, მონაცემების გაცნობის აუცილებლობიდან გამომდინარე (მათი შრომითი მოვალეობების შესრულების ფარგლებში).
  • ჩვენი  მომწოდებლები და მომსახურების პროვაიდერები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ვებგვერდის ჰოსტინგზე, ვებგვერდის შექმნაზე, რომელთაც შეიძლება მიიღონ წვდომა მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებზე მათ სამუშაოსთან დაკავშირებული აუცილებლობიდან გამომდინარე.
  • კომპეტენტური ორგანოები, როგორიცაა ჯანდაცვის ორგანოები, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ SERVIER-ს ჯგუფის კომპანიები, მისი მომწოდებლები და მომსახურების პროვაიდერები შესაძლოა განთავსებული იყვნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, საფრანგეთში თქვენი პერსონალური მონაცემების სხვა ქვეყანაში გადაცემა განხორციელდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და ისიც, მონაცემთა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრულად დაცვით.  

ვებგვერდის [URL] ჰოსტინგის მომსახურებას უზრუნველყოფს კომპანია შ.პ.ს “პროსერვისი”, რომლის რეგისტრირებული ოფისის მისამართია პეტრე ქავთარაძის, ქ.  ჩიხი N 3, თბილისი 0186,  საქართველო, https://proservice.ge.

ვებგვერდის [URL] დიზაინსა და წარმოებას ახორციელებს კომპანია

LICORN PUBLISHING-ის მიერ (საზოგადოება შეზღუდული პასუხისმგებლობით – SARL), რომლის იურიდიული მისამართია: 101 rue de Sèvres, 75006 Paris – საფრანგეთი – https://licornpublishing.com/.

8. მარეგულირებელი კანონმდებლობა   

წინამდებარე პოლიტიკა რეგულირდება საფრანგეთის მატერიალური, ასევე, საპროცესო კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა განსახილველად წარედგინება პარიზის (საფრანგეთი) იურისდიქციას დაქვემდებარებულ სასამართლოებს.

წინამდებარე დოკუმენტით იკრძალება ისეთი კოლიზიური სამართლის წესების გამოყენება, რომელებიც ზღუდავს საფრანგეთის კანონმდებლობის სრულად გამოყენებას. აქედან გამომდინარე, საფრანგეთის კანონმდებლობა ვრცელდება ყველა მომხმარებელზე, რომელიც შედის და სარგებლობს ვებგვერდით და იყენებს მის ფუნქციებს მთლიანად ან ნაწილობრივ.

აღნიშნულის მიუხედავად, თქვენი მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და შესაბამისი ორგანოების მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც ვრცელდება საქართველოში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.