სახლში > სიახლეები > სერვიე საქართველო დამყოლობის საერთაშორისო დღეს უერთდება – სამეცნიერო კონფერენცია “მულტიმორბიდობის ტვირთი და პაციენტი როგორც ერთი”
27 მარტს დამყოლობის საერთაშორისო დღის ფარგლებში საქართველოში, კომპანია სერვიეს ეგიდით, სხვადასხვა დარგის ჯანდაცვის სპეციალისტი გაერთიანდა, რომელთაც პაციენტზე ზრუნვის პროცესში ჰოლისტიკური მიდგომის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
მასშტაბურ კონფერენციაზე განიხილეს დამყოლობის მნიშვნელოვანი როლი ქრონიკული მდგომარეობების ეფექტურად მართვაში.
ჯანდაცვის მომავალი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია დამყოლობის გაუჯობესებაზე! ამის საწინდარი კი პაციენტის მიმართ ყოვლისმომცველი ზრუნვაა, რომელიც გულისხმობს მისი, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური კეთილდღეობის გათვალისწინებას
ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა თანამშრომლობის და საერთო ღირებულებების გასამყარებლად.
ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს მომავალს პაციენტების კეთილდღეობისათვის!