Ჩვენი ჯგუფი
დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც თერაპიული პროგრესის ერთგულია და მიზნად ისახავს პაციენტების საჭიროებებზე ზრუნვას
31
ე ყველაზე დიდი
ფარმაცევტული ჯგუფი
მსოფლიოში და სიდიდით
მეორე ფარმაცევტული ჯგუფი
საფრანგეთში*.
150
ქვეყანაში ხორციელდება
ჯგუფის მედიკამენტების
დისტრიბუცია
100
მილიონი პაციენტი მთელ
მსოფლიოში მკურნალობს
ყოველდღიურად სერვიეს
მედიკამენტებით
22,500
თანამშრომელი
Სერვიე არის გლობალური ფარმაცევტული ჯგუფი, რომელსაც მართავს ფონდი
სერვიე მსოფლიოს 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 2020 წელს მისი საერთო შემოსავალი შეადგენდა 4,7 მილიარდ ევროს. სერვიეში დასაქმებულია 22,500 ადამიანი. Სერვიე არის დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც ყოველწლიურად შემოსავლის 20%-ზე მეტის ინვესტირებას ახორციელებს კვლევასა და განვითარებაში (R&D). Პაციენტებისთვის ინოვაციური პრეპარატების შექმნის დასაჩქარებლად, სერვიე ქმნის ღია და კოლაბორაციულ ურთიერთობებს აკადემიურ პარტნიორებთან, ფარმაცევტულ ჯგუფებთან და ბიოტექნოლოგიურ კომპანიებთან. პაციენტების ინტერესი გათვალისწინებულია ჯგუფის აქტივობების ყველა ეტაპზე დაწყებული კვლევიდან, დამთავრეული მედიკამენტის წარმოების და მიწოდების პროცესით.
ლიდერი კარდიოლოგიის მიმართულებით, სერვიე ჯგუფის ამბიციაა გახდეს აღიარებული და ინოვაციური მოთამაშე ონკოლოგიაში. ჯგუფის ზრდა და განვითარება შემდეგი მიმართულებით არის დაგეგმილი: გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური დაავადებები, ონკოლოგია, იმუნო-ანთებითი და ნეიროდეგენერაციული დაავადებები. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სერვიე ჯგუფი გთავაზობთ ხარისხიანი მედიკამენტებს ფართო სპექტრს.
ჩვენი ქმედებების საფუძველი
ჩვენ ვართ შთაგონებული ჩვენი მოწოდებით, ჩვენი ღირებულებებით და ვხელმძღვანელობთ ჩვენი ხედვით. ეს არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა და ჩვენი იდენტობა. სერვიე ჯგუფის თანამშრომლები მსოფლიო მასშტაბით ორიენტირებული არიან თერაპიული პროგრესის მისაღწევად, რათა პაციენტების საჭიროებებს ეფექტურად უპასუხონ. ყოველდღე ისინი თავდადებით მუშაობენ პაციენტების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და მათი სიცოცხლის გადასარჩენად.
ჩვენი მოწოდება
ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით თერაპიული პროგრესისკენ, რათა დავაკმაყოფილოთ პაციენტების საჭიროებები. ჩვენ ვცდილობთ მომავალი თაობებისთვის შევქმანთ გარემო, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.
ჩვენი ხედვა
პაციენტებზე ზრუნვა და ინოვაციების დანერგვა ჩვენი ქმედებების განმსაზღვრელი წინაპირობაა. ჩვენ ვიღებთ როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ პასუხისმგებლობას. ჯგუფის მთავარი მამოძრავებელი ძალაა დამოუკიდებლობა და გრძელვადიანი ინვესტიციები; ჩვენი მოწოდებაა გლობალური მიღწევების მქონე გუნდის შექმნა. ჩვენი ქმედებები მიმართულია მომავალი თაობისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
აღმოაჩინე სერვიეს 4 ფასეულობა
გაბედულად დანერგე ინოვაციები
ჩვენ უზრუნველვყოფთ თერაპიულ გადაწყვეტილებებსა და მათ ხელმისაწვდომობას. ინოვაციური სულისკვეთებით ჩვენ ვიბრძვით, გაბედულად ვნერგავთ სიახლეებს და ერთად ვაღწევთ წარმატებას.
ზრდა გაზიარების საშუალებით
ერთად მუშაობის ყოველი შესაძლებლობის გამოყენება საერთო მიზნების მიღწევის საუკეთესო გზაა. იმისდა მიუხედავად თუ ვინ ვართ ჩვენ, ან სად ვართ, ერთად მუშაობით და გამოცდილების გაზიარებით ჩვენ ვავითარებთ და ვზრდით ერთმანეთს.
ზრუნვა
ადამიანების და გარემოს თავისებურებების გათვალიწინებით ვქმნით მომავალს . ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა.
წარმატებისკენ ლტოლვა
ჯგუფის უწყვეტი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვუშინდებით გამოწვევებს და შესაბამისად, ვასრულებთ ჩვენს დაპირებებს.
კომპლექსური ჯანდაცვის შეთავაზება
სერვიე ორიენტირებულია პაციენტებთან ერთად და პაციენტებისთვის შექმნას თერაპიული საშუალებები. მსოფლიოში ყოველდღიურად 100 მილიონი პაციენტი მკურნალობს ჩვენი მედიკამენტებით.
სერვიეს ორიგინალი მედიკამენტების ფართო ნაირსახეობა
ხარისხიანი გენერიული მედიკამენტები
ციფრული ტექნოლოგიები ხვალინდელი ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად
ვისწრაფვით ახალი R&D მოდელისკენ, რათა დავაჩქაროთ ინოვაციები
ჩვენი R&D მოდელი მუდმივად ვითარდება, რათა დააჩქაროს პაციენტებისთვის ეფექტური მედიკამენტების შექმნა. სერვიეს მომავალი კვლევითი ინსტიტუტის – ParisSaclay შექმნა ნამდვილად წარმოადგენს ბრწყინვალე ილუსტრაციას იმისა, რომ ვისწრაფით უფრო ღია, მოქნილი და პროდუქტიული კვლევების განხორციელებისკენ პაციენტთა საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით.
აღმოვაჩინოთ ახალი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მკვეთრად გააუმჯობესებს პაციენტთა მდგომარეობას; სერვიე თავისი შემოსავლების (გენერეიული მედიკამენტების გარდა) დაახლეობით 20% ინვესტირებას ახდენს კვლევებისა და განვითარების სფეროში. Სერვიეს R&D ორიენტირებულია ოთხ თერაპიულ მიმართულებაზე, სადაც საჭიროებები მაღალია. კვლევებისა და განვითარების (R&D) ბიუჯეტის 50%-ის ინვესტირებას ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიმართულებით გეგმავს.
სერვიეს PARIS-SACLAYკვლევითი ინსტიტუტი
მთავარი გადადგმული ნაბიჯი უფრო ღია, დინამიური და პროდუქტიული კვლევებისაკენ, რათა უზრუნველვყოთ პაციენტთა საჭიროებები.
- 45000 მ2 ფართი
- სტარტაპ ინკუბატორი
- 350 მილიონი ევრო ინვესტიცია
- სერვიე იქნება ერთადერთი საერთაშორისო ფარმაცევტული ჯგუფი ასეთ უნიკალურ კლასტერში წარმოდგენილი.
ხანგრძლივი და პერსონალიზირებული ურთიერთობა
მეცნიერების მასშტაბი და სირთულე დღეს საჭიროებს ღია და კოოპერატიულ ქსელს კვლევის ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამრიგად, ჩვენ აქტიურად ვეძებთ კვლევით პარტნიორობას, როგორც აკადემიურ ორგანიზაციებთან, ასევე სხვა ფარმაცევტულ ჯგუფებთან და ბიოტექნოლოგიურ კომპანიებთან. ჩვენთან პარტნიორობა ნიშნავს გრძელვადიან ინვესტიციას, ჩვენი ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურის საშუალებით. ეს ნიშნავს მეცნიერული და სამედიცინო წარმატების არჩევას ჩვენს საუკეთესო მეცნიერებთან და კლინიკურ ექსპერტთა ფართო ქსელთან ერთად. თითოეული პარტნიორობა უნიკალურია და ქმნის პერსონალიზებულ ურთიერთობას.
ძლიერი ინდუსტრიული ქსელი
მთელი მსოფლიოს მასშტაბით სერვიეს ინდუსტრიულ ქსელი შედგება 16 საწარმოსგან. არსებული ინტეგრირებული სამრეწველო მოდელი მედიკამენტების სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპის კონტროლის საშუალებას იძლევა , მუდმივი მაღალი ხარისხის და მოქნილი წარმოების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენა
ჯგუფმა დანერგა პროაქტიული მიდგომა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ. ეს მიდგომა 4 CSR ვალდებულებაზეა ფოკუსირებული, რომლებიც აერთიანებს 17 პრიორიტეტულ გამოწვევას, რომლებიც ISO 26000 გაიდლაინების გამოყენებით და დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუებზე დაყრდნობით გამოვლინდა.
2016 წლიდან Mécénat Servier საქველმოქმედო ფონდი მხარს უჭერს სხვადასხვა ინიციატივას საფრანგეთში და მის ფარგლებს გარეთ ჯანდაცვის, განათლებისა და საზოგადოების ცხოვრების სფეროებში. დამატებითი ინფორმაცია: https://volunteer.servier.com/en/