სახლში > სიახლეები > “გაიზომე წნევა. ამას შენთვის გეუბნები” – არტერიული ჰიპერტენზიის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის მე-8 წელი “სერვიე”ს ორგანიზებით
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება და დარგის წამყვანი სპეციალისტები, კომპანია “სერვიეს” მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ ერთი მთავარი მიზნის გარშემო: ჰიპერტენზიის კონტროლის მაჩვენებლის 50%-მდე გაუმჯობესება და მეტი სიცოცხლის გადარჩენა.
საინფორმაციო კამპანია “გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები” არაერთი წელია მიმდინარეობს. ამ დროის მანძილზე მოსახლეობაში დაავადებისა და მისი გართულებების შესახებ ინფორმირებულობა მნიშვნელოვნად გაზარდა.
5-6 ივლისს, ექსპო ჯორჯიაში, 2 დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო 21 კლინიკა, სადაც საქართველოს წამყვანმა ექიმებმა 1000-მდე პაციენტს გაუწიეს კარდიოლოგიური კონსულტაცია და დაავდების შესახებ საბაზისო ინფომაცია მიაწოდეს.