სახლში > სიახლეები > დამყოლობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
დამყოლობის საერთაშორისო დღის ფარგლებში, კომპანია “სერვიე”ს ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემით: ”მკურნალობაზე დამყოლობა – მულტიმორბიდული დაავადებების ფოკუსში”. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი რუსუდან აგლაძე და სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები. მათ უწყვეტი თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობა განიხილეს ქრონიკული დაავადებების ეფექტური მართვისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები: პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები, კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები, ნევროლოგები, ანგიოლოგები. ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა საპატიო სტუმარი – საფრანგეთის ელჩი საქართველოში ოლივიე კურტო.