ჩვენი სამი ძირითადი პრინციპი

ჩვენი მოღვაწეობა სამ ძირითად პრინციპზეა დაფუძნებული:

  • ჩვენი მთავარი პრინციპია - ექიმების, რომლებიც ჩვენს პრეპარატებს ნიშნავენ და პაციენტების, რომლებიც ჩვენი პრეპარატებით მკურნალობენ, საჭიროებების დაკმაყოფილება;
  • ასევე, დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ ჩვენმა კვლევითმა მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მედიცინის პროგრესში. სამეცნიერო კვლევები ჩვენთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სამკურნალო საშუალებების წარმოება;
  • ჩვენი მესამე პრინციპია, რომ კომპანიის თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს თავისი პოტენციალის რეალიზების საშუალება მისი პროფესიული მოღვაწეობის განმავლობაში.