ლე ლაბორატუა სერვიეს არქიტექტურა: კულტურის პატივისცემა

 
კომპანიის ფილიალი და თერაპიული კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ICTR) - რიო დე ჟანეირო - ბრაზილია
 
 
„სერვიე“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარი საწარმოების შენობების დიზაინის შემუშავებას, ეძიებს არქიტექტურას, რომელიც შეესაბამება ტექნოლოგიებს და ესთეტიკას და ამავე დროს პატივს სცემს მასპინძელი ქვეყნის კულტურას.
 
მედიკამენტების საწარმო - ტიანჯინი - ჩინეთი
 
 
არქიტექტორი იან ლოსოვსკი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა ჟაკ სერვიესთან ერთად. მათი საერთო მიზანი იყო „სერვიეს“ ქარხნების დიზაინი განსხვავებული ყოფილიყო მე -19 საუკუნის ქარხნების სტანდარტული დიზაინისგან.
 
მედიკამენტების საწარმო - კასაბლანკა
 
1970 წლის დასაწყისში იან ლოსოვსკის მიერ „ლე ლაბორატუა სერვიესთვის“ შექმნილი პირველი შენობა იყო ქ.ჟიდის საწარმოო ცენტრი. იან ლოსოვსკის მიზანი იყო აეშენებინა ქარხანა, სადაც ხალხი სამუშაოდ ივლიდა ისეთი განცდით, რომ ისინი მიდიოდნენ საკუთარ სახლში.
 
მედიკამენტების საწარმო - ჟიდი
 
 
იან ლოსოვსკი მიიჩნევს, რომ მას არ აქვს უფლება წაშალოს კულტურის კვალი ქვეყანაში, სადაც ის მუშაობს. "როცა მე ვმუშაობ ქვეყანაში, მე ვიკრებ ჩემს ტექნოლოგიურ გამოცდილებას, როგორც არქიტექტორი, თუმცა მე არ მაქვს უფლება, არ ვცე პატივი ადგილობრივ კულტურას. ადამიანების რეაქციამ ყველა ქვეყანაში დაადასტურა, რომ ჩვენ არ ვცდებოდით."
 
 
"ადამიანი იზრდება და ვითარდება არქიტექტურასთან ერთად , რომელიც ასახავს წარსულს და გზას უკვალავს მომავალს. როგორც არქიტექტორს, არ მქონდა უფლება წამერთმია ეს ხალხისთვის! "
 
მედიკამენტების საწარმო ქარხანა - სოფინო - რუსეთი