VECT-HORUS აცხადებს სერვიესთან სამეცნიერო ურთიერთობის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ

VECT-HORUS აცხადებს სერვიესთან სამეცნიერო ურთიერთობის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ

17/06/2015

ორი კომპანია აპირებს ურთიერთობის შეთანხმებას ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო ახალი თერაპიული მოლეკულების განვითარების თვალსაზრისით
მარსელი, 16 ივნისი, 2015 - ვექტ-ჰორუსი, ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ქმნის და ავითარებს პეპტიდურ ვექტორებს პრეპარატების შეღწევის პროცესის გასამარტივებლად, განსაკუთრებით ტვინში, დღეს აცხადებს სერვიესთან სამეცნიერო ურთიერთობის შეთანხმების ხელმოწერის.
პირველ დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევებზე ორიენტირებულ ფრანგულ ფარმაცევტულ კომპანიასთან ურთიერთობის შეთანხმება გამოხატავს ვექტ-ჰორუსის მიერ დანერგილ და განვითარებულ - პრეპარატების შეღწევის პლატფორმისადმი მზარდ ინტერესს. „ეს კვლევითი პროგრამა, რომელიც დაფუძნებულია რეცეპტორებზე მიზნობრივად მოქმედებაზე, იმისათვის რომ ხელი შეუწყოს თერაპიული საშუალების შეღწევას ტვინში, წარმოადგენს ჩვენი თერაპიული სტრატეგიის ჭეშმარიტ აღიარებას“, თქვა ალექსანდრ ტოკაიმ, ვექტ-ჰორუსის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
ვექტ-ჰორუსის ინოვაციური ტექნოლოგია მდგომარეობს იმაში, რომ დაეხმაროს სამკურნალო პრეპარატს ვასკულარული სისტემის მეშვეობით შეაღწიოს ტვინში ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლით (რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ ბარიერს პრეპარატების უმეტესობისთვის). ვექტ-ჰორუსი ქმნის და ავითარებს პეპტიდურ ვექტორებს, რომელიც ამარტივებს სამკურნალო საშუალებების შეღწევას სხვადასხვა ქსოვილში, ნერვული ქსოვილის ჩათვლით, რაც თავის მხრივ ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების მკურნალობის საშუალებას იძლევა. კომპანიის სამეცნიერო სტრატეგიაა, რომ ჰემატოენცეფალური ბარიერი არა მხოლოდ ფიზიკური ბარიერია, რომელიც უნდა გადაილახოს, არამედ ასევე ფუნქციონალურიც, რომლის ბუნებრივი სატრანსპორტო მექანიზმების გამოყენებაც შესაძლოა უპირატესი იყოს სამკურნალო პრეპარატების ტვინში შეღწევის თვალსაზრისით. ვექტ-ჰორუსის მიერ შექმნილი პეპტიდ-ვექტორები იყენებენ ენდოგენურ სატრანსპორტო მექანიზმებს, იმისთვის რომ გაამარტივონ პრეპარატის შეღწევა ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლით პათოლოგიურ უბანში.