ჰიპერტენზიის სკოლა

საგანმანათლებლო-აკრედიტებული პროექტი სახელწოდებით

„ ჰიპერტენზიის სკოლა“

#მართე ჰიპერტენზია - გადაარჩინე სიცოცხლე

 19/05/2018

ჰიპერტენზია თანამედროვე მედიცინის და ჯანდაცვის სისტემების ერთ-ერთ ყველაზე დიდი გამოწვევაა მსოფლიოში, რომელიც მიუხედავად სამედიცინი მომსახურების, თუ ფარმაკოთერაპიული  პროგრესისა, კვ სიკვდილობის ყველაზე დიდ პრედიქტორის წარმოადგენს მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, საქართველო არ არის ამ მხრივ გამონაკლისი.

შესაბამისად, ჰიპერტენზიის ინტენსიური და ეფექტური მართვა წარმოადგენს უმთავრეს პრიორიტეტს  კლინიცისტისათვის.

„სერვიე“, როგორც ლიდერი კომპაია ამ დარგში, სრულად იზიარებს ამ უდიდეს პასუხისმგებლობას და სხვადასხვა მიმართულებით ახდენს ჰიპერტენზიის უკეთესი მართვის აქტუალიზაციას როგორც ექიმების, ისე პაციენტების დონეზე.  სწორედ ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინიცატივით და  საქართველოს ჰიპერტენიის შემსწავლელი საზოგადოების ეგიდით  შეიქმნა საგანმანათლებლო- აკრედიტებული პროექტი სახელწოდებით      „ჰიპერტენზიის სკოლა“ რომლის  დევიზია  „მართე ჰიპერტენზია, გადაარჩინე სიცოცხე“.

პროექტში ჩართულები იყვნენ პირველადი ჯანდაცვის ექიმები და სპეციალისტები. პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრების ციკლი, რომლის  მიზანი იყო ექიმების (ზოგადი პროფილის თუ სპეციალისტების) ინფორმირება, სიახლეების გაზიარება და ასევე პაციენტების  მეტი ინფორმირება და ჩართულობა ჰიპერტენზიის მონიტორინგში, რაც გამოიხატებოდა  2 კვირის განმავლობაში სახლის პირობებში არტერიული წნევის გაზომვით.

პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა 17 მაისს სასტუმრო რედისონსში,  ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღეს. ღონისძიების  თემა იყო „ჰიპერტენზია - ბანალური დიაგნოზის უკან დაფარული სამედიცინო კრიზისი“.

 დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ წამყვანი სპეციალისტები სამედიცინო დარგში და პროექტში ჩართული ექიმები.  ღონისძიება გახსნა საფრანგეთის სრულუფლებიანმა  ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ  პასკალ მენიემ და „სერვიეს“ საქრთველოს წამომადგენლობითი ოფისის დირექტორმა, მაია ხეცურიანმა

კონფერენციას უძღვებოდნენ პროფესორები:

  • აკ. წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიური ცენტრის დირექტორი, თსუ-ს შინაგანი მედიცინის კათედრის გამგე, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი ბეჟან წინამძღვრიშვილი.
  • თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიის და კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე
  • ი.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიციის ფაკულტეტის ფსიქიატრიის და სამედიცინო ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი. ფიზიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი.

შეხვედრის ფარგლებში გაშუქებულ იქნა ჰიპერტენზიის მართვის აქტუალური საკითხები, პროექტის ჭრილში მიღებული შედეგები და დაავადების მართვის სამომავლო პერპექტივები.