ტრიპლიქსამი

2014 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ფარამცევტულ ბაზარზე შემოვიდა კომპანია „სერვიე“-ს მიერ წარმოებული პირველი, ორიგინალი, სამმაგი ფიქსირებული კომბინაცია - ტრიპლიქსამი, რომელიც არის სამი საუკეთესო ანტიჰიპერტენზიული პრეპრატის - პრესტარიუმის, არიფონისა და ამლოდიპინის, ერთობლიობა 1 ტაბლეტში.

ტრიპლიქსამი წარმოადგენს სრულიად ახალ განზომილებას ჰიპერტენზიის მართვის სფეროში, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს არტერიული წნევის მძლავრ კონტროლს, სიკვდილობის უპრეცენდენტო რედუქციას და საუკეთესო ამტანობის პროფილს. ტრიპლიქსამის ეფექტურობა დადასტურებულია მაღალსარწმუნო კვლევებით და მოწოდებულია ნებისმიერ პაციენტში არტერიული ჰიპერტენზიით. პრეპარატს გააჩნია მიღების მარტივი რეჟიმი - 1 ტაბლეტი 1-ხელ დღეში და დოზირების ფართო სპექტრი (5/1,25/5, 5/1,25/10, 10/2,25/10, 10/2,25/10).

ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით აღნიშნულ ფაქტს მიეძღვნა მასშტაბური ღონისძიებები თბილსსა და რეგიონებში, თემით “ტრიპლიქსამი - უნიკალური სამმაგი ფიქსირებული კომბინაცია არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ“. ღონისძიებებზე წამყვანი სპეციალისტების მხრიდან გაშუქდა ჰიპერტენზიის მართვის აქტუალური საკითხები და ტრიპლიქსამის უპირატესობები მტკიცებულბების საფუძველზე. მოცემულ კონფერენციებს ესწრებოდა ასობით სვადასხვა პროფილის სპეციალისტი თბილისსა და რეგიონებში.

დღესდღეობით ტრიპლიქსამი გაყიდვაშია საქართველოს ნებისმიერ აფთიაქში.