სერვიე ახორციელებს ინვესტიციას ბიოპროდუქციის სფეროში

27/07/2016
სერვიემ განაცხადა ბიოპროდუქციის პროგრამის დაწყების შესახებ მის კვლევით ცენტრში, რომელიც მდებარეობს ქ. ჟიდიში.
დღესდღეობით, სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობის დაახლოებით 50% იწარმოება ბიოტექნოლოგიურად. სერვიემ უკანასკნელი წლების განმავლობაში დაამყარა ურთიერთობა ბიოტექნოლოგიურ საქმიანობაში აქტიურად ჩართულ ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Macrogenics, Cellectis, Pfizer, GeNeuro, Sorrento, და ასევე კიურის ინსტიტუტი. ბიოფარმაცევტული საშუალებები, მათი მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, რომელიც უფრო ფოკუსირებული და ზუსტია, ვიდრე ქიმიური მოლეკულების შემთხვევაში, უზრუნველყოფს უკეთეს ეფექტურობას და უკეთეს ამტანობას (ნაკლებ გვერდით ეფექტს) მოცემულ პოპულაციებში.
იმისათვის, რომ პაციენტებისთვის და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებისთვის გაზარდოს ახალი სამკურნალო საშუალებების ხელმისაწვდომობა, უკეთ გააკონტროლოს ამ საშუალებების განვითარების პროცესი და შეამციროს დანახარჯები, სერვიემ გადაწყვიტა, ბიოპროდუქციის დანერგვით დააკომპლექტოს სამრეწველო ექსპერტიზა ქ. ჟიდიში, ორლეანთან ახლოს (საფრანგეთი).
დაგეგმილია, რომ ბიოპროდუქციის ქარხანა სამეცნიერო კვლევებისთვის განკუთვნილ პირველ პარტიას (non GMP) აწარმოებს 2019 წ. პირველი სემესტრის განმავლობაში, ხოლო კლინიკური კვლევებისთის განკუთვნილ პარტიას - 2020 წ დასაწყისისთვის.