ბრაზილიაში ოპერირების 40 წელი

06/04/2016
ბრაზილიაში მოღვაწეობის 40 წლისთავზე სერვიე გეგმავს 15 ახალი პრეპარატის, მათ შორის ონკოლოგიურის, დარეგისტრირებას, რაც შემდგომი 10 წლის განმავლობაში ბრაზილიაში მყარი ზრდის საფუძველი გახდება

სერვიეს ჯგუფს ბრაზილიაში ოპერირების 40 წელი შეუსრულდა. შემდგომი 5 წლის განმავლობაში ფარმაცევტული კომპანია გეგმავს დაარეგისტრიროს 15 ახალი პრეპარატი დიაბეტის, სიმსივნის და კარდიოვასკულური დაავადებების სამკურნალოდ. მწარმოებელი ქარხნის საშუალებით, რომელიც უშვებს წელიწადში 500 მილიონ ტაბლეტს, და კვლევის და განვითარების ცენტრის მეშვეობით, სადაც უკვე ჩატარებულია 20 კლინიკურ კვლევაზე მეტი, კომპანია ახორციელებს მზარდ ინვესტიციას კვლევით სფეროში. ბრაზილიის სამედიცინო საზოგადოებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით კომპანია ასევე ახორციელებს სოციალური პროგრამების მხარდაჭერას.