ახალი მოლეკულა ადამიანის მრავლობითი სიმსივნის სამკურნალოდ

20/10/2016
პარიზი და მელბურნი, 20 ოქტომბერი, 2016. მკვლევარებმა Walter and Eliza Hall ინსტიტუტიდან წარმოადგინეს საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია სერვიესა და დიდი ბრიტანეთის კომპანია ვერნალის (R&D) მიერ ერთობლივად შექმნილი ახალი მოლეკულა. ის აბლოკირებს ცილას, რომელიც აუცილებელია სიმსივნური უჯრედების ზრდის შესანარჩუნებლად ყველა ტიპის სიმსივნის თითქმის მეოთხედისთვის.
კვლევის შედეგებმა დაადასტურა სიმსივნური უჯრედების განადგურების ახალი საშუალების ეფექტურობა. იგი ტოვებს იმედს სისხლის ისეთი სიმსივნეების სამკურნალოდ, როგორიცაა მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ლიმფომა და მრავლობითი მიელომა, ისევე, როგორც სოლიდური სიმსივნეების - მელანომა და ფილტვების და მკერდის სიმსივნეების სამკურნალოდ. ეს გამოქვეყნდა დღეს ონლაინ ჟურნალში Nature.
სერვიეს ახალი მოლეკულის - S63845 - სამიზნეს წარმოადგენს BCL2 ოჯახის წარმომადგენელი ცილა, სახელწოდებით MCL1, რომელიც აუცილებელია სიმსივნური უჯრედების ზრდის შესანარჩუნებლად. ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა გილომ ლესენმა,
Walter and Eliza Hall ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ ეს კვლევა წარმოადგენს პირველ ნათელ პრეკლინიკურ დასტურს, რომ MCL1 ინჰიბირება ეფექტურია სხვადასხვა ტიპის სიმსივნესთან მიმართებაში.
“MCL1 მნიშვნელოვანია ბევრი ტიპის სიმსივნისთვის, რადგან წარმოადგენს ცილას, რომელიც აფერხებს სიმსივნური უჯრედების დაპროგრამებულ სიკვდილს, რაც ჩვეულებრივ, ხელს უწყობს ორგანიზმიდან სიმსივნური უჯრედების ელიმინაციას“, თქვა პროფესორმა ლესენმა. „სხვადასხვა სიმსივნურ მოდელზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ S63845 მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს სიმსივნურ უჯრედებზე, რომელთა გადარჩენა დამოკიდებულია MCL1-ზე“